რუბრიკები
TI საქართველომ ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მერიას და საკრებულოს მიმართა
„საერთაშრისო გაჭვრივალობა-საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავაშირებით შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ინფორმაციით, შენიშვნებისა და რეკომენდაციების შესახებ მასალა უკვე გადაეცა ქალაქ ზუგდიდის მერიას და საკრებულოს. „საერთაშორისო გაჭვრივალობა-საქართველომ“ შენიშვნებისა და რეკომენდაციების ნუსხა რადიო "ათინათს"მიაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„ბიუჯეტის პროექტით 1 მილიონი ლარია გამოყოფილი საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის” დასაფინანსებლად, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 200 ათასი ლარით მეტია. კლუბის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა კი ბიუჯეტის 6.3%-ია. ჩვენი აზით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უარი უნდა თქვას „ზუგდიდის” დაფინანსებაზე, ეს არ წარმოადგენს თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. მითუმეტეს მაშინ, როდესაც არ არის გამოკვლეული თუ რა სავარაუდო შედეგს მოიტანს ინვესტიციის ამ მიმართულებით ზრდა. ამავდროულად, თუკი გავითვალისწინებთ მუნიციპალიტეტის მწირ ფინანსურს რესურსებს, უმჯობესი იქნება, ეს თანხა მიიმართოს ადგილობრივი მოსახლეობისათვის აუცილებელი სამეურნეო საჭიროებების მოგვარებისაკენ. ამავე დროს აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ „ზუგდიდი” წარუმატებლად ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატში და იგი უმაღლესი ლიგი ბოლო ადგილს იკავებს. თუმცა თუკი საზოგადოების მოთხოვნას ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს, სასურველია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გაკრვეულწილად გაზარდოს ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრის” დაფინანსება და იზრუნოს ბავშთა ფეხბურთის განვითარებაზე. იდენტური რეკომენდაციით„საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველომ” 2013 წელს მიმართა აწ უკვე ლიკვიდირებულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, თუმცა რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული.

 მიუხედავად იმისა, რომ „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისა და ნარჩენების გატანა-განთავსების პროგრამის” დაფინანსება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 300 ათასი ლარით გაიზრდა და მთლიანობაში 1 მილიონ 300 ათას ლარს შეადგეს, როგორც განმარტებითი ბარათით დგინდება არც ერთი ღონისძიება არ არის გათვალისწინებული სოფელ ცაიშის ნაგავსაყრელზე არსებული მძიმე სიტუაციის გამოსასწორებლად. „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველომ“ 2013 წლის ზაფხულში გამოაქვეყნა კვლევა„ნარჩენების მართვის პრობლემები და პერსპექტივები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“, სადაც დეტალურად არის აღწერილი მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელით გამოწვეული პრობლემები. ნაგავსაყრელი ღია ტიპისაა და არ არის უზრუნველყოფილი გარემოს დაცვისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, აბსოლუტურად იგნორირებულია გარემოსდაცვითი სტანდარტები. აღნიშნული კი ყოველდღიურად პირდაპირ საფრთხეს უქმნის სოფელ ცაიშის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.  მიგვაჩნია, რომ როგორ ქალაქ ზუგდიდის, ასევე თემი მუნიციპალიტეტებმა 2015 წელის ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინოს იმ მინიმალური ღონისძიებების დაფინანსება, რაც ნაწილობრივ მაინც შეამცირებს არსებულ რისკებს. აღნიშნული საკითხის იგნორირება დაუშვებელია.

ბიუჯეტის პროექტი ითვალისინებს 1 მილიონი ლარით გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მოვლა–შენახვის სამუშაოების დაფინანსებას. თუმცა  წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი ქუჩების გზის საფარის მშენებლობა/რეაბილიტაციაა დაგეგმილი, ჩვენი პოზიციით მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტი მოითხოვს მეტ კონკრეტიკას, ისე, რომ ნებისმიერ პირს შეექმნას სრულყოფილი წარმოდგენა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების, ასევე მოსალოდნელი შედეგების შესახებ. 50 ათასი ლარით ფინანსდება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამა”. ჩვენი პოზიციით აღნიშნული თანხა არ არის საკმარისი ქალაქ ზუგდიდიში ამ კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ზუგდიდში 450-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია (ისინი ეტლის მეშვეობით გადაადგილდებიან). მათი თავისუფალი გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა კი მოწყობილი არ არის. გამგეობის, მერიის, საკრებულოს და სხვა ადმინისტრაცული დაწესებულებების შენობებში შეუძლებელია ეტლით შესვლა. ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას პანდუსი მოწყობილია, თუმცა აუცილებელი სტანდარტების დაცვის გარეშე. მძიმე მდგომარებაა ქუჩებზე,  ტროტუარებსა და გადასასვლებეზე. მიგვაჩნია, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, სხვა საჯარო უწყებებთან ერთად უნდა იზრუნოს მინიმუმ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შშმ პირთა ეტლით თავისუფალი გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ასევე აუცილებლობას წარმოადგენს ხმოვანი შუქნიშნების დამონტაჟებაც.

40 ათასი ლარია გათვალიწინებული „უმწეო კატეგორიის სტუდენტთა და პენსიონერთა ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსებისათვის”. ერთის მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი ზრუნავს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის ამ ტიპის შეღავათების დაწესებაზე, თუმცა ვფიქრობთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას შეღავათიანი ტარიფი უნდა დაუწესდეს მუნიციპალიტეტში მოქმედი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ყველა სტუდენტს. ზუგდიდში მოქმედ უმაღლეს სასწავლო დაწესბულებებში დაახლეობით 1000 სტუდენტი სწავლობს. შეღავათიანი ტარიფი უნდა დაუწესდეს მუნიციპალიტეტში რეგისტირებულ ყველა შშმ პირსა და ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალქეებს. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან ერთად უნდა იზრუნოს. ბიუჯეტის პროექტით 100 ათასი ლარია გათვალისწინებული ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის ხელშეწყობისათვის, ასევე 12 ათასი ლარით ფინანსდება საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო გიმნაზია. ვფქირობთ, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა წარმოადგინოს ნათელი განმარტება თუ რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული? სასურველია მუნიციპალიტეტებმა კონკრეტული კონფესიისათვის გარკვეული თანხის გამოყოფამდე კონსულტაცია გამართონ სახალხო დამცველთან არსებულ „რელიგიათა საბჭოსთან“მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებს ამის ვალდებულება არ აქვთ, ვფიქრობთ რომ ეს ხელს შეუწყობს ყველა რელიგიური ჯგუფის, მათ შორის რელიგიური უმცირესობების უფლებების თანაბრად დაცვას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საპატრიარქო სოლიდური ფინანსური რესურსების მფლობელია და იგი დამოუკიდებლადაც შეძლებს ზემოაღნიშნული ხარჯების გაწევას. ბიუჯეტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, რომელიც მთლიანობაში 980 ათასი ლარით ფინანსდება. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი გამოყოფს თანხას მოქალაქეთა დასახმარებლად, თუმცა ჩვენი პოზიციით აუცილებელია, რომ სოციალური დახმარების პროგრამა არ მოიცავდეს მხოლოდ ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ იგი ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის ეტაპობრივ გაუმჯობესებაზე იყოს ორიენტირებული. ბიუჯეტის სწორი გადანაწილების შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა იზრუნოს უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფაზე. მაგალითისათვის თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 2015 წელს გეგმავს მცირე ზომის სახლების აშენებას უსახლკაროთათვის, ვფიქრობთ იგივე პროგრამის განხორციელება ქალაქ ზუგდიდის მერიასაც შეუძლია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის მასშტაბით შეიქმნას საქეიმო ამბულატორიის ტიპის სამედიცო პუნქტები სადაც მოქალაქეები შეძლებენ პირველადი სამედიცნო დახმარების მიღებას.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად უნდა იზრუნოს სოციალური სამუშოს განვითარებაზეც, რომლის მიზანიც შესაძლოა იყოს: სოციალურად დაუცველი ან/და სპეციფიური საჭიროების მქონე მოქალაქეთა გამოვლენა, ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა. 1 მილიონ 500 ათასი ლარით ფინანსდება „სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა”, სადაც გათვალისწინებულია აღსაზრდელთა კვების გაუმჯობესება, რაც დადებითად შეიძლება შეფასდეს. პროექტის თანახმად იგეგმება მხოლოდ ორი საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია. მაშინ, როდესაც თითქმის ყველა საბავშვო ბაღის შენობა მძიმე მდგომარეობაშია, ვფიქრობთ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის გაცილებით მეტი თანხა უნდა იქნეს გამოყიფილი. ამავე დროს აუცილებელია, რომ გაიზარდოს საბავშვო ბაღის თანაშრომელთა და პედაგოგთა ანაზღაურება, რომელიც ამ ეტაპისათვის საშუალოდ 120-150 ლარის ტოლია.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მაწანწალა ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის საკითხი. ეს მაშინ როდესაც ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად ზუგდიდის ტერიორიაზე დაჭერილ მაწანწალა ძაღლებს უკვე რამდენიმე წელია სასტიკი მეთოდებით ხოცავენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” არაერთხელ მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციით, რომ დროის მცირე მონაკვეთში ეზრუნა მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობაზე, თუმცა ამ კუთხით რაიმე სახის ქმედითი ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა. ასვე აუცილებელია, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტი, როგორც ტრადიციული სტრუქტურის ბიუჯეტის ალტერნატივა მისი დაგეგმვის პროცესიდანვე სრულად იყოს შედეგებზე ორიენტირებული. თითოეულ საბიუჯეტო პროგრამას თან უნდა ახლდეს მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების გაზომვადი და შინაარსიანი ინდიკატორები და იგი ბიუჯეტის პროგრამულ დანართში უნდა აისახოს. ბიუჯეტის დაგეგმვიდანვე განსაზღვრული უნდა იყოს თითოეული პროგრამისა და ქვეპროგრამის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული და მათ განხორციელებაზე პასუხისმეგებელი თანამდებეობის პირები. ეს მუნიციპალიტეტს მისცემს შესაძლებლობას წლის ბოლოს გაზომოს მიღწეული შედეგები, საჭიროების შემთხვევაში კი დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

 მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ რეკომენდაციათა გათვალისწინების შემთხვევაში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული იქნება და იგი ყველა იმ აქტუალურ პრობლემას შეეხება, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ყოველდღიურად აწუხებს. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები პირველ რიგში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაა, შესაბამისად ბიუჯეტის დაგეგმივისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნულ მიმართულებას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევების გათვალისწინებისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვით უნდა შედგეს. შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, პრიორიტეტი არსებულ სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მიენიჭოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მასალაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.