რუბრიკები
12 საინტერესო ფაქტი THE BEATLES-ის შესახებ
1969 წლის 20 აგვისტო იყო ბოლო დღე, როდესაც ჯგუფის ოთხივე წევრმა: ჯონ ლენონმა, პოლ მაკარტნიმ, რინგო სტარმა და ჯორჯ ჰარისონმა ერთად ჩაწერეს სიმღერა. ეს იყო სიმღერა ‘I Want You (She’s So Heavy’). ‘Strawberry Fields’ ეძღვნება ლივერპულში, ლენონის სახლის მახლობლად განთავსებულ ხსნის არმიას. გარდა ამისა, სიმღერის ორიგინალ დასახელებაში არ არსებობდა “s” და იყო Strawberry Field. ბრიტანულ ჩარტებში ჯგუფი ლიდერობდა 15 სხვადასხვა ალბომით. 1962 წელს პირველი ალბომისთვის ” Please Please Me” სიმღერების Love Me Do, P S I Love You, Please, Please Me and Ask Me Why გარდა დანარჩენი 10 სიმღერა სულ რაღაც 10 საათში ჩაწერეს. აღნიშნული ალბომი ლიდერობდა ბრიტანულ ჩარტებში 30 კვირის განმავლობაში. მანამდე, ვიდრე ის არ ჩაანაცვლა მათივე ახალმა ალბომმა With The Beatles, რომელმაც ლიდერობა 21 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა. ბითლზის სიმღებეში ფიგურირებს უამრავი საკვების დასახელება, როგორიცაა მაგალითად კვერცხი, ხახვი, ალუბალი, თაფლი, მარწყვი, მდოგვი და ა.შ. მაგრამ არ არის “შემწვარი ერბო-კვერცხი, რომელიც პოლ მაკარტნისთვის სიმღერის “Yesterday” სამუშაო სახელი იყო. ალბომის Please Please Me -ის 14 სიმღერიდან მხოლოდ რვა დაიწერა ლენონისა და მაკარტნის მიერ. ალბომისთვის With The Beatles კი ერთ-ერთი სიმღერა Don’t Bother Me ჯორჯ ჰარისონმა დაწერა. ‘From Me To You’ არის ჯგუფის ყველაზე მოკლე სიმღერა, რომლის ხანგრძლივობას სულ რაღაც 1 წუთი და 57 წამია. სიმღერის ‘All You Need Is Love’ ბექვოკალში მღეროდნენ ერიკ კლეპტონი, მიკ ჯაგერი, ქეით რიჩარდსი, მაიკ მაკარტნი და სხვები. არსებობს ‘Yesterday’-ის 3 000 სხვადასხვა ვერსიის ჩანაწერი. ჯგუფის ბოლო სიმღერა ბოლო კონცერტზე სან-ფრანცისკოში 1966 წლის 29 აგვისტოს იყო ‘Long Tall Sally’. BBC-იმ თავის დროზე ბითლზის რამდენიმე სიმღერა: ‘Lucy in the Sky with Diamonds’, Fixing a Hole’ და ‘A Day in the Life’ დაბლოკა იმის გამო, რომ ტელეკომპანიის აზრით ისინი ნარკოტიკებს უწევდნენ პროპაგნდას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.