რუბრიკები
“რკინის ლედის” ცხოვრების წესები
მარგარეტ ტეთჩერი  მდიდარ ოჯახში არ დაბადებულა. დედა მკერავი დიასახლისი იყო მამა კი სასურსათო მაღაზიას ფლობდა. თუმცა ტეთჩერი პირველი ქალი იყო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული ქვეყნის პრემიერ მინისტრი გახდა და 11 წელი ეს პოსტი ეკავა.
მისმა პირადმა თვისებებმა და მეგობრობამ ბევრ სახელმწიფო მეთაურთან, დიდი როლი შეასრულა ცივი ომის დამთავრებაში. საბჭოთა ჟურნალისტებმა მას “რკინის ქალი” შეარქვეს. ეს მეტსახელი მას ძალიან მოეწონა, ბრიტანულმა გაზეთებმა კი ინგლისური მანერით “რკინის ლედი” უწოდეს.
1. თუ რაღაცის შესახებ საუბარი გსურთ, მიმართეთ მამაკაცს, თუ რეალური საქმე გინდათ, მიმართეთ ქალს. 2 . თუ ქალი ხასიათს ავლენს, მას “კაპასს” უწოდებენ, თუ კაცი ავლენს ხასიათს, ის “ძლიერია” 3. არანაირი აზრი არ აქვს პატარა, საბრალო სუბსტანციად ყოფნას სავარძელში. ასე არ არის? 4. მამალი შეიძლება კარგად ყივის, მაგრამ კვერცხებს დედალი დებს. 5. ჩემმა კრიტიკოსებმა რომ დამინახონ, რომ თემზაზე ფეხით გავდივარ, იტყვიან : ამას იმიტომ აკეთებს, რომ ცურვა არ იცისო. 6. დღეს ქალებისთვის უამრავი საშუალება არსებობს თავის გამოჩენის, ზოგი ჩვენთაგანი ქვეყანასაც მართავს, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ჩვენ რედიკული ბევრად გვიხდება, ვიდრე შუბი. 7. გინდა ყელი გამოიჭრა? ნუ მოხვალ ჩემთან ჭრილობის შესახვევად. 8. არავის არ გაახსენდებოდა “კეთილი სამარიტელი”, მას რომ მხოლოდ კეთილი ზრახვები ჰქონოდა. მას ფულიც ჰქონდა. 9. ჩვენ ყველა ოდესღაც ბებიები გავხდებით. 10. სახლი ქალისთვის ცენტრი უნდა იყოს, მაგრამ არა საზღვარი. 11. არ არის აუცილებელი თანამოსაუბრეს ყველაფერში დაეთანხმო იმისთვის, რომ მასთან საერთო ენა გამონახო. 12. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. 13. თავაზიანობა დღეს ძალიან ძვირად ფასობს, თავხედობას კი ფასი საერთოდ არ აქვს. 14 ნებისმიერი ქალი, რომელიც კარგად არის გარკვეული ოჯახის მეურნეობაში, ახლოსაა იმასთან, რომ შეძლოს ქვეყნის მართვა. 15. ჩვენი ზრუნვის 90% იმას ეხება, რაც არასდროს არ მოხდება. 16. პირადი თავდასხმები მხოლოდ მახარებს. ეს ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს პოლიტიკური არგუმენტები აღარ დარჩა. 17. კარგად უნდა შეისწავლო შენი მტერი. ერთ დღეს შეიძლება ის მეგობრად აქციო. 18. ქვეყნის ძლიერებისთვის არ არის აუცილებელი, რომ ის მდიდარი იყოს ბუნებრივი რესურსებით. შეიძლება ქვეყანას საერთოდ არ ჰქონდეს ის. ქვეყნის მთავარი რესურსი ადამიანია. საჭიროა მხოლოდ ნიადაგი ადამიანის ტალანტის განვითარებისთვის. 19. ეკონომიკური თავისუფლების გარეშე ვერავითარ თავისუფლებას ვერ მიაღწევ. 20. იყო უძლიერესი-ეს იგივეა, რომ იყო ნამდვილი ლედი. თუ თქვენ ადამიანებისთვის ამის შეხსენება გიწევთ , ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არცერთი არ ხართ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.