რუბრიკები
საიამ ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა (ვიდეო)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თემაზე - „რეგიონში არსებული ვითარება, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით“ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე  აქცენტი ძირითადად დევნილების უფლებებზე გაკეთდა. ასევე, საუბარი იყო საკუთრების უფლების დაცვაზე, ოჯახში ძალადობასა და მის წინააღმდეგ მოქმედ მექანიზმებზე. საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ხუხუას თქმით, ზუგდიდში, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. „კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრობენ, დაბალი ქულები მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საცხოვრებელ ფართს ვერ მიირებენ. ისინი მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ დევნილებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა არ გააჩნიათ“, - თქვა ნინო ხუხუამ. აგრეთვე, დღევანდელ შეხვედრაზე ასოციაცია "დეას" ხემძღვანელმა მადონა ხარებავამ არაადაპტირებულ გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, ზუგდიდში, ისე როგორც მთელ საქართველოში, პანდუსებისა და ლიფტების პრობლემაა დღის წესრიგში მწვავედ დგას. "არ შემეძლო ამ თემაზე არ მესაუბრა. ჩემს თანამშრომელს, ივეტა წითაშვილსაც სურდა ამ შეხვედრაზე წამოსვლა, მაგრამ ვერ წამოვიდა, რადგან თქვენი შენობაც არაადაპტირებულია ეტლით მოსარგებლისათვის", - უთხრა მადონა ხარებავამ საიას ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებს. შეხვედრას ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგნელები დაესწრნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.