რუბრიკები
“მაკდონალდსზე” მხატვრულ ფილმს გადაიღებენ
ჯონ ლი ჰენკოკი “მაკდონალდსზე” მხატვრული ფილმის გადაღებას აპირებს. სიუჟეტი მოგვიყვება, როგორ დაიწყო მაკდონალდების მიერ შექმნილი რესტორნის წარმატება და როგორ დადგა ამ რესტორნების გაფართოების საკითხი დღის წესრიგში. ვინაიდან დიკ და მაკ მაკდონალდებს არ სურდათ პირადად გაეკონტროლებინათ მათი ბიზნესის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძმებმა რეი კროკი ექსკლუზიურ აგენტად დაიქირავეს. სწორედ მან მოახერხა ის, რომ ყველა ფილიალში შეენარჩუნებინა მაკდონალდების მთავარი პრინციპები: ხარისხიანი საკვები, წარმოების სისტემა, სწრაფი და მეგობრული სერვისი. ეს პრინციპები კი თავისი პრინციპებით – მაღალი სტანდარტის სისუფთავით, ხარისხით, სერვისით, კულტურითა და ხელმისაწვდომობით შეავსო. ამას მოჰყვა “მაკდონალდსის” გაფართოება უკვე მსოფლიო მასშტაბით. ახალი ფილმი სწორედ იმაზე მოგვიყვება, როგორ შეძლო კროკმა ერთი სამხრეთკალიფორნიული რესტორნის ყველაზე პოპულარულ საკვებ ობიექტად ქცევა. ცნობილია, რომ სცენარს რობერტ სიგელი დაწერს. კროკის როლში კი ტომ ჰენკსს მოიაზრებენ, რაც ფილმის პოპულარობის განმაპირობებელი კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ჯერჯერობით უცნობია გადაღებების დაწყებისა და პრემიერის თარიღი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.