რუბრიკები
პრინც ჯორჯის საშობაო ფოტოსესიის სამოსზე სამეფო ოჯახმა მხოლოდ £80 დახარჯა
როდესაც პრინცი ჯორჯის არაფორმალური ფოტო პირველად გავრცელდა ინტერნეტში, ქეითის მამის, მაიკლ მიდლტონის გადაღებული, მაშინვე ცხადი გახდა, რომ პრინცს ძალიან ბევრ ფოტოში ვნახავდით სხვადასხვა ფორმალური შეხვედრისთვის სპეციალურად გამოწყობილს. თუმცა, საშობაო ფოტოსესიისთვის სამეფო ოჯახმა პრინცი ჯორჯის ფოტოგენურობა მთლიანად თავიანთ ახლობელს, პრინც ჩარლზის პირად თანაშემწეს მიანდეს, რომელსაც ფოტოგრაფიაში მცირე გამოცდილება აქვს. ფოტოების ავტორი ედუარდ ლეინ ფოქსია. ის ერაყსა და ბოსნიაში მსახუროდბდა და კაპიტანი იყო. ამის შემდეგ ლონდონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ფოტოჟურნალისტიკის კურსზე ისწავლა. სამეფო ოჯახს კი მას შემდეგ დაუახლოვდა, რაც პრინცი ჰარი საქველმოქმედო ღონისძიებაზე გაიცნო. პატარა პრინცი ნაცნობი ადამიანის წინ ძალიან ბუნებრივად პოზირებს და ეს მის ფოტოებს კიდევ უფრო შესანიშნავს ხდის. დიდი განხილვის საგნად იქცა პრინცის უზადო ჩაცმულობაც. პრინცესა მიდლტონის გემოვნებაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა პრინც ჯორჯის ფოტოების გავრცელების შემდეგ, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ მიდლტონი მას ძალიან გემოვნებით აცმევს. ინტერნეტმომხმარებლებმა მისი სამოსის ონლაინ მაღაზიებში მოძიებაც შეძლეს და აღმოჩნდა, რომ პრინცის მშვენიერი ჩაცმულობა სულაც არაა დიდ თანხებთან დაკავშირებული. ამ ფაქტმა პრინცესას მიმართ პატივისცემა ერთი-ორად გაზარდა. პრინცის თეთრი ბოდე სულ რაღაც £12, პულოვერი £32, ფეხსაცმელი კი £36 ღირს. როგორც უცხოური მედია იუწყება, ფოტოების გავრცელებისთანავე პრინც ჯორჯის მსგავსი სამოსი მაღაზიებიდან მთლიანად გაიყიდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.