რუბრიკები
სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე ყოფილი უბნის ინსპექტორის განაჩენი დღეს გახდება ცნობილი
ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში, კოლიცია "ქართული ოცნების" წევრის სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე დაკავებული, ყოფილი უბნის ინსპექტორ–გამომძიებელ ემზარ მაისურაძის ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას თითქმის ორი საათის განმავლობაში კითხულობდა. პროცესი გუშინ, გვიან საღამოს დასრულდა. ადვოკატი გია გოროზია მაისურაძის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებას „შეთითხნილს“ და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. გოროზიამ თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ყოფილმა ასევე, ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოგიტა ფარცვანიამ,  მაისურაძის წინააღმდეგ ჩვენება პროკურატურის შანტაჟისა და ზეწოლის შედეგად მისცა. მისივე განმარტებით, პროკურატურა ყოფილ სამართალდამცავს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ორი საქმით აშანტაჟებდა. „გოგიტა ფარცვანიას წინააღმდეგ არსებობს ორი საქმე, ერთი ხულიგნობის, მეორე კი ავტოავარიის საქმე, რომელსაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. პროკურატურა, ფარცვანიას სთხოვდა სერგო ჩაჩიბაიას დაკავების დამკვეთად ზუგდიდის სამმართველოს ყოფილი უფროსი ლევან ქირია დაესახელებინა და ასევე ეთქვა, რომ სერგო ჩაჩიბაიას პროვოკაცია მოუწყვეს და ის სინამდვილეში პოლიტიკური მოტივით იყო დაკავებული,“- თქვა პროცესზე გია გოროზიამ. მაისურაძის ადვოკატი ფიქრობს, რომ გოგიტა ფარცვანიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ ჩვენება თავისუფლების სანაცვლოდ მისცა. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ფარცვანიას წინააღმდეგ არსებული საქმეებიდან საბოლოო განაჩენი, ჯერ არც ერთ მათგანზე არ არის დამდგარი. ყოფილმა სამართალდამცავმა ემზარ მაისურაძემ თავის საბოლოო სიტყვაში თქვა, რომ ის უდანაშაულოა და პროკურატურამ მის წინააღმდეგ „საქმე შეკერა“, რაზეც, მისივე თქმით, „ყველა პასუხს აგებს“. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა დავით პაპავამ რადიო „ათინათთან“ საუბარში დაცვის მხარის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ პროკურატურას გოგიტა ფარცვანიას მიმართ ზეწოლა არ განუხორციელებია და მან ჩვენება მან ნებაყოფლობით მისცა. ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭია, სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე დაკავებული, ყოფილი დეტექტივ–გამომძიებელი ემზარ მაისურაძეს ბრალდების საქმეზე განაჩენს დღეს გამოიტანს. პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, სერგო ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე დააკავეს. მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩაჩიბაია მეორე ინსტანციის სასამართლომ გაათავისუფლა. პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო უწყება ემზარ მაისურაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით პირის დევნას ედავება. „სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით პირის დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, დაკავებულია შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ემზარ მაისურაძე. ასევე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს-გამომძიებელს გელა ნაროუშვილს და მოქალაქე ოთარ მოვსესიანს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის მარტში ემზარ მაისურაძემ და გელა ნაროუშვილმა, ოთარ მოვსესიანისა და სხვა პირების დახმარებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი აქტიური წევრი, სერგო ჩაჩიბაია, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე,უფლებამოსილების გადამეტებით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, კონფლიქტური სიტუაციის ინსცენირების შედეგად, უკანონონოდ დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით ე.მაისურაძემ თანმხლებ პირებთან ერთად განზრახ დააზიანა სამსახურებრივი ქურთუკი და პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანის სავარძელი, რაც შემდეგში სერგო ჩაჩიბაიას მიერ, თითქოსდა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი მტკიცებულება გახდა. სერგო ჩაჩიბაია მიეცა პასუხისგებაში სსკ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 156-ე მუხლით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 3691-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.