რუბრიკები
ზუგდიდის საკრებულოში პრემიის გაცემის წესში ცვლილებების შეტანას ხმაური მოჰყვა (ვიდეო)
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის წესის განსაზღვრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ გამოცხადებული შესვენებით განმუხტა. ლაშა გოგიას განმარტებით, პრემიის წესის დადგენილებაში ცვლილების შეტანაა საჭირო, რადგან წინა სხდომაზე მიღებული დადგენილება მთავრობის დადგენილებას არ შეესაბამება. ახალი დადგენილების თანახმად, საჯარო მოხელემ პრემია შესაძლებელია არაუმეტეს 7-ჯერ მიიღოს. კერძოდ, თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირები პრემიას მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის მიიღებენ. პრემია შეიძლება კვარტალში ერთხელ გაიცეს. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, აღნიშნული წესის გათვალისწინებით, პრემია შესაძლებელია წელიწადში სამჯერაც გაიცეს. ახალ დადგენილებას მხარი ოთხმა დეპუტატმა არ დაუჭირა. ესენია: კახა მიქაია, მამუკა წოწერია, ედიტა კოდუა და ზაზა ხუბუა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საკრებულოში კოალიცია "ქართული ოცნების" კვოტით არის გასული. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ თვითმმართველმა ორგანომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ვერ მიიღო, რაც მის ექსკლუზიურ უფლება-მოსილებას წარმოადგენდა. ცნობისთვის, წინა სხდომაზე დამტკიცებული პრემიის გაცემის წესის დადგენილება, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეკომენდაციით იქნა მიღებული, ამოღებული იყო პრემიის კვარტალში ერთხელ და სადღესასწაულოდ გაცემის მუხლები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.