რუბრიკები
ქეით აპტონი წლის ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს!
PEOPLE Magazine Awards-ის პირველ დაჯილდოებაზე კატეგორიაში „წლის ყველაზე სექსუალური ქალი“ ჯილდო მსახიობმა და მოდელმა ქეით აპტონმა მიიღო. „ეს დიდი პატივია, რადგან სიტყვა „სექსუალური“ ჩემთვის თავდაჯერებულობასა და ბედნიერებასთან ასოცირდება“,- კომენტარი გააკეთა მსახიობმა, როცა ერიკ დეინის ხელიდან ჯილდოს იღებდა. „მრავალი მიზეზი არსებობს იმისთვის თუ რატომ არის ქეითი ამ ჯილდოს ღირსი. მისი კარიერა, მიღწევები, იუმორის გრძნობა და თუ დამავიწყდა აღნიშვნა, – გარეგნული მონაცემები ამის საფუძველს ნამდვილად იძლევა“, – ყურადღება გაამახვილა გამარჯვებულის გამოცხადებისას ერიკმა. შეგახსენებთ, რომ პირველ რიგში ქეით აპტონი პოპულარული კატალოგის Sports Illustrated მოდელობითა და მუსიკალურ კლიპებში მონაწილეობით გახდა. კინომანებისთვის კი ის ფილმში „სხვა ქალი“ როლითაა ცნობილი. რაც შეეხება პრემიის სხვა ლაურეანტებს – საუკეთესო კომედიური მსახიობი ქევინ ჰარტი გახდა, ლიზა კუდროუმ და ჯონ ჰემმა ჯილდო მიიღეს, როგორც ტელეპროექტების საუკეთესო მსახიობებმა. ქლოი მორეცი „ახალი თაობის ვარსკვლავად“ გამოცხადდა. ჯენიფერ ენისტონი კი „საუკეთესო მსახიობ ქალად“ დასახელდა. მამაკაცებში ანალოგიური ჯილდო მაიკლ კიტონმა მიიღო. გამომცემლობა People გეგმავს, რომ ამ ცერემონიას ყოველწლიური სახე მისცეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.