რუბრიკები
ზუგდიდში ფრაქციამ "თავისუფალი დემოკრატები-კონსერვატორები" სახელწოდება შეიცვალა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკარატები-კონსერვატორები" დღეიდან მოღვაწეობას ახალი სახელწოდებით - "ზუგდიდის მომავლისთვის" - გააგრძელებენ. ამის შესახებ განცხადება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე "თავისუფალი დემოკრატების"  წევრმა ნუგზარ სარიამ გააკეთა. "მოგეხსენებათ, რომ  კოალიციიდან გამოვიდა "თავისუფალი დემოკრატები".  ეს არ არის ტრაგედია და  შეიძლება ითქვას, რომ ეს დემოკრატიის ერთ-ერთი კომპონენტია. ფრაქციაში ვიმსჯელეთ და შევთანხმდით ყველასთვის მისაღებ სახელზე" - თქვა ნუგზარ სარიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი 11 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი ფრაქციების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობია” და “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია” წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ბიუჯეტის “აქილევსის ქუსლი” საჯარო მოხელეების მაღალი თანამდებობრივი სარგო და პრემიებია. ფრაქციიის “თავისუფალი დემოკრატები-კონსერვატორები” წევრებმა  წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს,თუმცა აღნიშნეს,რომი ისინი იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაზე, რომლებიც ცენტრალურ ბიუჯეტზეა დამოკიდებელი, პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. ამასთან, მათი განცხადებით,ისინი ბიუჯეტის თითოეული თეთრის ხარჯვას გააკონტროლებენ. 2015 წლისბიუჯეტი 15 მილიონ 846,9 ლარით არის განსაზღრული. აქედან, წარმომადგენლობითი დაა ღმასრულებელი ორგანოები 4 მილიონ 772 ათას 400 ლარით დაფინასდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და თავდაცვა 1 მილიონ 153 ათასი 100 ლარით, ინფრასტრუქტურის მშენებლობა 3 მილიონ 718 ათას 100 ლარით, 1 მილიონ 940 ათასი ლარით განისაზღვრა განათლების სფეროს დაფინანსება, მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები კი 945 ათასი ლარით.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
12 / მაისი 2024
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ეპარქიის მრევლსა და საზოგადოების სხვა წევრებს მიმართავს.
12 / მაისი 2024
შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა დასრულდა.
11 / მაისი 2024
ზუგდიდიდან წასული მოქალაქეები თბილისში, ევროპის მოედანზე მიმდინარე მასშტაბურ აქციას შეურთდნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.