რუბრიკები
ამერიკელებმა გამოიგონეს ტყვიები, რომელთაც მიმართულების შეცვლა შეუძლიათ
ამერიკულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ და სააგენტო DARPA-მ წარმატებით დაასრულა ახალი, მიმართულების შეცვლის ფუნქციის მქონე ტყვიების ტესტირების პროცესი. "სამხედრო სნაიპერებისთვის ცუდი ამინდის პირობებში და მოძრავ მიზანზე მუშაობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებითაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სნაიპერმა შეძლოს სამიზნეს ზუსტად და სწრაფად ესროლოს. არაზუსტი ნასროლი ზრდის მოწინააღმდეგის მიერ, მებრძოლის აღმოჩენის შანსებს" - აცხადებს სააგენტოს ერთ-ერთი მკვლევარი. მწარმოებლების თქმით, ახალი სისტემა ტყვიას საშუალებას აძლევს, გაუთვალისწინებელი ფაქტორებით გამოწვეული მიმართულება შეიცვალოს. ახალი სისტემის ფარგლებში, სნაიპერს შეუძლია ტყვიას მიმართულება გასროლის შემდეგ შეუცვალოს. აღსანიშნავია, რომ ახალი ტყვიების სიგრძე 10 სანტიმეტრია. ტყვიაზე არსებულ ოპტიკურ სენსორს აქვს ფუნქცია განსაზღვროს სად მდებარეობს სამიზნე. ფრენის დროს, ოპტიკური სენსორის მიერ მოწოდებული მონაცემების ხარჯზე, ტყვიას მიმართულების შეცვლა შეუძლია. ტყვიაზე მიმაგრებული მცირე ზომის "ფარფლები" ტრაექტორიის შეცვლას ემსახურება. მათი მეშვეობით, ტყვიას მიმართულების შეცვლა წამში 30-ჯერ შეუძლია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.