რუბრიკები
"კონფლიქტში ორივე მხარე დამნაშავეა" - დებატები ასოციაცია "ათინათში" (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათში" პროექტის "დევნილი ქალების გაძილერებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში დებატები გაიმართა. "კონფლიქტში ორივე მხარე დამნაშავეა" - სწორედ ეს თემა იყო დღევანდელი დებატების რეზოლუცია, სადაც ერთმანეთს ქალები და მამაკაცები დაუპირისპირდნენ. ამჯერად, ზემოაღნიშნული თემის მტკიცება მამაკაცებს მოუწიათ, ხოლო უარყოფა ქალებს. დებატებს ჟიური აკვირდებოდა, რომელთა გადაწყვეტილებით გამარჯვებულ მხარედ ქალების ჯგუფი გამოვლინდა. ამასთან, ჟიურიმ საუკეთესო სპიკერი ქალი და საუკეთესო სპიკერი მამაკაცი გამოავლინა. საუკეთესო სპიკერი მამაკაცის ტიტული მიშა როგავას ერგო, ხოლო საუკეთესო ქალი სპიკერად სალომე ჟვანია დასახელდა. მათ დებატ-კლუბის ლიდერმა  მაკა გოგოხიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. "აღნიშნული პროექტი მიზნად ქალების, განსაკუთრებით კი დევნილი ქალბატონების გაძლიერებას ისახავს და ამ მიზნით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. მათ შორის ტრენინგები, ადვოკატირების კამპანიის განხორციელება, დებატ-კლუბის შეხვედრები და სხვა", - თქვა მაკა გოგოხიამ. პროექტს "დევნილი ქალების გაძილერებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში"  კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ასოციაცია "ათინათი" ახორციელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.