რუბრიკები
დევიდ გილმორი ახალ ალბომს გამოუშვებს
ფლოიდების უცვლელმა წევრმა დევიდ გილმორმა თავისი ახალი ფირფიტის გამოცემა დააანონსა. „პინკ ფლოიდის“ გიტარისტმა და ვოკალისტმა საზოგადოებას აუწყა, რომ ალბომის გამოშვება 2015 წლისთვის იგეგმება. მისმა უკანასკნელმა სოლო ალბომმა On An Island დღის სინათლე 2006 წელს იხილა. ახალი დისკის გამოსვლისთანავე მუსიკოსი ტურში გამგზავრებას აპირებს. დევიდ გილმორმა ჟურნალ Rolling Stone-ს განუცხადა, რომ ალბომის სახელწოდებას ჯერ არ გაამხელს, თუმცა მისი შემადგენელი მასალა თითქმის მზადაა ჩაწერისთვის, ამიტომ სულ მალე მუსიკოსს სტუდიაში ვიხილავთ. ამასთან ერთად, გილმორმა ჟურნალისტი დაარწმუნა, რომ წელს გამოსული ალბომი The Endless River უკანასკნელი იქნება Pink Floyd-ის დისკოგრაფიაში. ახალი ალბომის მომავალ ტურს მუსიკოსმა „მოხუცის გასტროლი“ უწოდა, რადგან მის ფარგლებში ვეღარ შეძლებს 200-მდე კონცერტის ჩატარებას, როგორც ადრე აკეთებდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.