რუბრიკები
გოზინაყი
მასალა: 1 კგ. ნიგოზი 700 გრ. თაფლი 60 გრ. შაქარი 1) გოზინაყის მოსამზადებლად კარგი ხარისხის თეთრი ნიგოზი დაყარეთ ცხელ ტაფაზე და შედგით ღუმელში ნელ ცეცხლზე. დროდადრო ურიეთ, რომ არ დაიწვას. როცა კანი მოცლას დაიწყებს, გადმოიღეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ და ხელის მოსმით გააცალეთ კანი. დაჭერით წვრილად. 2) თუჯის ჭურჭელში ჩადეთ თაფლი, დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით. ადუღეთ ათი წუთი და დადეთ გასაცივებლად, შემდეგ ისევ დადგით, მორევით აადუღეთ და კვლავ ათი წუთით ადუღეთ. ასე მოიქეცით მესამედაც. შეამოწმეთ, მომზადდა თუ არა თაფლი: ლამბაქზე დაასხით ცივი წყალი და ჩააწვეთეთ შიგ თაფლის წვეთი; თუ თაფლი გამაგრდა და არ დაიშალა, ესეიგი მზადაა. 3) მაგიდაზე მოიმზადეთ დასველებული ფიცარი, წყალი მცირე ზომის ჭურჭელში და მოზრდილი კოვზი. თაფლში ჩაამატეთ შაქარი, ცოტა ხანს ურიეთ და ჩაუმატეთ გამზადებული ნიგოზი, არ შეწყვიტოთ მორევა. ხუთი წუთის შემდეგ მთელი მასა გადმოიღეთ ფიცარზე, სწრაფად გააბრტყელეთ დაახლოებით 7 მილიმეტრის სისქეზე, კარგად გაასწორეთ და ჯერ კიდევ თბილი გოზინაყი სასურველ ფორმებად დაჭერით დიდი მჭრელი დანით. 4) თეფშს დააფარეთ “კალკის” ქაღალდი და დააწყვეთ გოზინაყის ნაჭრები თითო ფენად. შეინახეთ გრილ ადგილას. ტკბილ და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
04 / მაისი 2024
დღეს, 4 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მორიგი აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.