რუბრიკები
საცივი
რეცეპტის ინგრედიენტები: 1.5 კილოგრამი მთლიანი ქათამი ან ინდაური 700 გრამი ნიგოზი 5 თავი საშუალო ზომის ხახვი 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი 1 სავსე ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი 5 ცალი მიხაკი 4 კბილი ნიორი 1 სავსე ჩაის კოვზი წითელი წიწაკა მარილი გემოვნებისამებრ 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი მომზადების წესი 1. ჩაასხით ქვაბში 2 ლიტრი წყალი და მოათავსეთ ქათამი. დადგით საშუალო ცეცხლზე, სანამ ნახევრად არ მოიხარშება. შემდეგ ამოიღეთ მოწალული ქათამი ქვაბიდან და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. კოვზით მოასხით ცხიმი, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა, და აცხვეთ 180C გრადუსზე, სანამ კარგად არ შეიბრაწება. მომზადებული ქათამი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ნუ გადააქცევთ ნახარშს. 2. თხლად დაჭერით ხახვი და 6-7 წუთის განმავლობაში შებრაწეთ ცოტაოდენ ცხიმში, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა. შემდეგ მოათავსეთ ჯამში და დაამუშავეთ ხელის ბლენდერით, ერთგვაროვანი მასის მისაღებად. ჩაასხით მიღებული სოუსი ქვაბში, რომელშიც ქათამი იხარშებოდა. 3. ნიგოზი რამოდენიმეჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და თუ ხელით ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის. დიდ თასში ჩაუმატეთ გატარებულ ნიგოზს ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დარიჩინი და დაფქული მიხაკი. შეურიეთ ხელით და თუ ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის. 4. დანაყეთ ნიორი მარილთან და წიწაკასთან ერთად. შემდეგ ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას, ჩაასხით 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარიც და კარგად შეურიეთ. ნელ-ნელა ჩაასხით ხახვიანი ქათმის ნახარშიც და თან გამუდმებით ურიეთ. როცა კარგად შეურევთ, გადაწურეთ მიღებული მასა საცერში, ჩაასხით ისევ ქვაბში, ჩაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი და მიიყვანეთ დუღილამდე. 5. და ბოლოს, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააცივეთ. მოასხით ზეთი, თუკი გამოწურეთ და გემრიელად მიირთვით!
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.