რუბრიკები
"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წევრმა ზუგდიდის საკრებულოს მუშაობა შეაჯამა (ვიდეო)
დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან"  თენგიზ ხარჩილავამ,  საკრებულოს მუშაობის 6 თვის  შედეგები შეაჯამა და მედიას ის შენიშვნები  გააცნო, რომელიც მას თვითმმართველი ორგანოების მუშაობის მიმართ აქვს.  დეპუტატის აზრით, საკრებულოს მუშაობაში, პოლიტიკური თვალსაზრისით, იყო პოზიტიური მოვლენები, თუმცა მისივე თქმით, ხელფასების გაზრდის ფაქტმა, " ყველა დადებითი მოვლენა გადაფარა". ხარჩილავას განცხადებით, საკრებულოს  ფრაქციებისა  და კომისიის თავმჯდომარეების გაზრდილი ხელფასები, ქვეყანაში არსებულ  სოციალურ ფონთან მიმართებაში შეუსაბამოა.   "ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქის პირველი პირების, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის  მიერ  თავიანთი ხელფასების გაზრდაზე უარის თქმა - პოზიტიური მოვლენაა", - თქვა თენგიზ ხარჩილავამ. გარდა ამისა, მან ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას მერიის შესაბამისი სამსახურის მხრიდან აქვს პირობა, რომ წლის ბოლომდე სოციალურ მუხლში არსებული ნაშთი გაიხარჯება. ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს ხელფასები 20-დან 80%-მდე  გაეზარდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულომ 27 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით  მიიღო. იურიდიული, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვის და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას განმარტებით, თანამდებობრივი სარგო მნიშვნელოვნად, მხოლოდ სამსახურის უფროსებს, მთავარ და წამყვან სპეციალისტებს გაეზარდათ. რაც შეეხება მაღალი თანამდებობის პირებს, სარიას თქმით, მათი ხელფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა, ხოლო პირველი პირების, მერის დას აკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო საერთოდ არ გაზრდილა. საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხს მხარი არ დაუჭირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბათლომე შელიამ და „ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელმა – თენგიზხარჩილავამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.