რუბრიკები
საერთაშორისო გამჭვირვალობა- სამეგრელოს მაჟორიტარ დეპუტატებს ქონების ნაწილი დეკლარირებული არ აქვს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ წარმოდგენილ წლიურ ქონებრივ დეკლარაციებში მათი ქონება და ბიზნეს -საქმიანობა არასრულად არის ასახული. შესაბამისი განცხადება დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში გაკეთდა.  მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატ ნაული ჯანაშიას 2014 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში სრულად არ აქვს აღნიშნული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. კერძოდ - დაბა ბაკურიანში არსებული ბინა, 43.4 კვ.მ ფართობის; თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე ბინა, 52.4 კვ.მ და ავტოფარეხი, რომელიც ასევე თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარეობს.

წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ქარდავას 2013 წლის დეკემბერში შევსებულდეკლარაციაში არასრულად აქვს წარმოდგენილი მისი და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესები. კერძოდ - ლევან ქარდავა შპს „საქართველოს ინოვაციური ნანოტექნოლოგიების“ 20% წილის თანამფლობელია, იგი ასევე ფლობს 100% წილს შპს „მაგანა-2004“-ში, აღნიშნული წილი მართვის უფლებით მას გადაცემული აქვს მეუღლის მაკა მანიასთვის, ისევე როგორც მის მფლობელობაში არსებული 100% წილი შპს „გრუპპო ვიაში“.

 ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ ვახტანგ ლემონჯავას 2014 წლის ივნისში შევსებულდეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ის ფლობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართობით 342 კვ.მ.

 მესტიის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს 2014 წლის დეკემბერში შევსებულდეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე ნათია ხვისტანი არის შპს „სეტის“ 50% წილისა და შპს „ტირ პარკ მარნეული 2014“-ის 17% წილის თანამფლობელი.

 სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მისაბიშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 22 მაისს აქვს შევსებული. აღნიშნულ დეკლარაციაში არ არის მითითებული მისი შვილის, გივი მისაბიშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, 2855.00 კვ.მ; ასევე 4387.00 კვ.მ. ორივე მიწის ნაკვეთი მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში.

თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად შეავსონ. ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ან დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა ისჯება ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ცალკეულ შემთხვევებში კი ითვალისწინებს თანამდებობის დაკავებისა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სანქციას.  თუმცა აღნიშნული რეგულაციები პრაქტიკაში ძალზედ იშვიათად გამოიყენება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არა ერთხელ მიუთითა ხელისუფლებას,  კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის დამატებითი მონიტორინგის მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
14 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი ხელს აწერს უნივერსიტეტების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც წერია, რომ პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.