რუბრიკები
წალენჯიხის გამგებლის წარმომადგენელი პასუხისგებაში მიეცა
შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წალენჯიხის გამგებლის წარმომადგენელი ლევან ჭანია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარებასა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ამხილეს. ასევე, თაღლითობის, სამსახურებრივი სიყალბის წაქეზების და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე ამხილეს წალენჯიხაში მცხოვრები მოქალაქე ნოდარ ჯ.  ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნოდარ ჯ-ს წაქეზებით, წალენჯიხის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ჭანიამ საგადასახადო სიაზე დაყრდნობით, 2014 წლის 13 ივნისს გასცა ყალბი ცნობა, თითქოსდა ნოდარ ჯ-ს სახელზე ქალაქ წალენჯიხაში ირიცხებოდა 0,33 ჰექტარი მიწა. ყალბი ცნობის საფუძველზე, ლევან ჭანიას დახმარებით, ნოდარ ჯ-მ თავისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა 3216 კვ.მ მიწა, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 18 887,76 ლარად ღირებულ 2127 კვ.მ მიწის ნაკვეთს.  მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ წალენჯიხაში, ვეკუას ქუჩა N25-ში მდებარე მიწა რეალურად არ წარმოადგენდა ნოდარ ჯ-ს საკუთრებას, მან ხსენებულ ტერიტორიაზე 2014 წლის მაისის ბოლოდან ივლისამდე პერიოდში უკანონოდ მოჭრა 26 ძირი ხე, რამაც გამოიწვია 10 860 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. იმისათვის, რომ ხეების მოჭრისათვის მიეცათ კანონიერი სახე, ნოდარ ჯ-ს წაქეზებით, ლევან ჭანიამ 2014 წლის 9 ივნისს და 1 ივლისს ყალბი ცნობები გასცა თითქოსდა ხეები მოჭრილი იყო ნოდარ ჯ-ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთში. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის ლევან ჭანია და ნოდარ ჯ. მიმდინარე წლის 13 იანვარს მიცემულ იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარებასა და სამსახურებრივი სიყალბის, თაღლითობის, სამსახურებრივი სიყალბის წაქეზების და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 341-ე მუხლით და 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ოჯახში ძალადობის 130 ფაქტი აღირიცხა.
15 / მაისი 2024
დადიანების სასახლე და მასში დავანებული სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძურია. დღევანდელ გადაცემაში საუბარია მუზეუმში დაცულ ჯვარ-ხატებზე და მათზე შესრულებულ წარწერებზე.
15 / მაისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია „სახელმწიფო ღალატში საქართველოს სასარგებლოდ“. ამავე ცნობით, კახა მურადოვი, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქოება და ასევე „აფხაზური“ პასპორტი, გაგრაში 24 აპრილს აიყვანეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.