რუბრიკები
ზუგდიდში ბინების მიღების მსურველთა მონიტორინგი მიმდინარეობს (ვიდეო)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ზუგდიდში იმყოფება. ის მონიტორინგის შედეგებს ადგილზე ეცნობა, რომელიც ბინის მიღების მსურველებს უტარდებათ. მინისტრის მოადგილე იმ ნგრევად ობიექტზეც, ე.წ „კარვის ჩასახლებაშიც“ იმყოფებოდა, საიდანაც სამინისტრო დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსებში ავტომატურად გადაიყვანს. „კარვის ჩასახლებაში" ამჟამად 30 - მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. "დევნილები, რომლებიც ამ ე.წ „კარვის ჩასახლებაში" ცხოვრობენ, ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, როგორც ნგრევად ობიექტში მცხოვრებლები, სულ მალე მიიღებენ ახალ საცხოვრებელ ფართებს.  დღეს ჩვენ მათ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ და ვამცნეთ ეს სასიხარულო ამბავი", - თქვა შოთა რეხვიაშვილმა. ზუგდიდში, გერმანიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსის (320 ბინა) მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ობიექტზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განცხადება (აპლიკაცია) 4190-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა. სიის გამოქვეყნებიდან  15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს  შესაძლებლობა მიეცათ დამატებითი დოკუმენტაცია წარედგინათ, რასაც შესაძლოა გავლენა  მოეხდინა მათთვის წინასწარ მინიჭებულ  ქულებზე. სამინისტროს თანამშრომლები ყველა დევნილი ოჯახის მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ. ზუგდიდში დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის  10 თებერვლამდე დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.