რუბრიკები
ცნობილია ზუგდიდის თვითმმართველობებში დასაქმების მსურველთა კონკურსის შედეგები (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში ვაკანტურ თანამდებებებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას თქმით, 187 ვაკანტური პოზიციიდან 159 თანამდებობაზე გამოვლინდა გამარჯვებული კანდიდატი, 19 პოზიციაზე ტესტირების ეტაპი ვერცერთმა კონკურსანტმა ვერ გადალახა, ხოლო 9 პოზიციაზე, გასაუბრების შემდეგ,  გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ამის შესახებ ლაშა გოგიამ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, შერჩეული კონკურსანტებიდან 42 ახალი კადრია, ხოლო 117 თანამშრომელი, დაკავებულ თანამდებობაზე დარჩა. მათ შორის, საკრებულოს აპარატში 21 პოზიციიდან, 20 -ზე მოქმედი თანამშრომლები დარჩნენ. გარდა ამისა, კონკურსის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვერ შეირჩა. ლაშა გოგიას ცნობით, დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით დღეს გაეგზავნებათ. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა-2 სამუშაო დღეა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.