რუბრიკები
სოხუმის მორგიდან გატაცებული ცხედრები საიდუმლოდ დაკრძალეს
დე ფაქტო აფხაზეთის სპეცსამსახურებმა , გალის სპეცოპერაციის დროს დაღუპული, სამი ქართველის ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან გაასვენეს და დაასაფლავეს,  წერს ინტერნეტგამოცემა Sputnik Абхазия.   „მოქალაქეები, რომლებიც დაიღუპნენ სამართლდამცავების მიერ ტერორისტული აქტის აღკვეთისას, კანონის თანახმად არ გადაეცემა მათ ოჯახებს. არც მათი საფლავები იქნება გასაჯაროებული“, - განუცხადა ინტერნეტგამოცემას დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა  ალექსეი ლომიამ.  20 იანვარს, დაახლოებით დილის 4 საათზე, სოხუმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან დაუდგენელმა პირებმა გალის რაიონში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული სამი ახალგაზრდის ცხედარი გაიტაცეს. 12 იანვარს გალის რაიონის სოფელ რეფში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის მიზანი გალის რ-ნის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრის, გელა გერგედავას გატაცებაში ბრალდებულების დაკავება იყო. გერგედავამ, რომელიც გამომსაყიდის დამოძალვის მიზნით გაიტაცეს, გაქცევა შეძლო და სამართალდამცველებს თავად დაუკავშირდა. გამტაცებლების დასაკავებლად ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ რეფში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად, აფხაზეთის ანტიტერორისტული ბიუროს თანამშრომელი ედუარდ ნერსესიანი და რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე ანდრეი უდალცოვი დაიღუპნენ.  სპეცოპერაციისას გერგედავას სხვა გამტაცებლების ლიკვიდაცია მოხდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.