რუბრიკები
ზუგდიდის განვითარების ცენტრი ფართის დაფინანსებას ითხოვს (ვიდეო)
ზუგდიდის განვითარების ცენტრის მოხალისე მასწავლებლები და მსმენელები ქალაქის თვითმმართველობისგან ფართის დაფინანსებას ითხოვენ. მათ ამ თხოვნით ქალაქის საკრებულოს 22 დეკემბერს მიმართეს, ხოლო უარყოფითი პასუხი ქალაქის მერიისგან გუშინ, 20 იანვარს მიიღეს. ფართის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ანა წითლიძე საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას დღეს ისევ შეხვდა. ქვარაიასგან მიღებული პასუხი წითლიძემ ცენტრის მოსწავლეებს ჟურნალისტების თანდასწრებით გააცნო. სასწავლო ცენტრი ფართის დაფინანსებისთვის 18 ათას ლარს ითხოვს . ცენტრის ხელმძღვანელი ანა წითლიძე პროექტების განსახილველად და კომისიის შესაქმნელად გადაწყვეტილების მიღებას საკრებულოს 27 იანვრამდე სთხოვს. "საკრებულოს თავმჯდომარემ მითხრა, რომ ისინი ამ საკითხს განიხილავენ. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ თხოვნით მივმართეთ საკრებულოს. ჩვენდა გასაკვირად პასუხი  მერიამ მოგვწერა, რომელიც, პროცედურულად, არაფერ შუაში იყო.   მერიამ მოგვწერა, რომ ქალაქის საკუთრებაში ფართი არ ჰქონდათ.  ჩვენ კი არსებული ოფისის  დაფინანსებას ვითხოვდით და არა ფართის გამოყოფას", - აღნიშნა ანა წითლიძემ. სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  საკრებულომ გადაწყვეტილება 27 იანვრამდე თუ არ მიიღო,  გაკვეთილებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ფოიეში ჩაატარებენ. გარდა ამისა, სასწავლო ცენტრის მსმენელები სოციალურ ქსელში კამპანიას - "ჩვენ გვინდა ზუგდიდის განვითარების ცენტრი და გვაცადეთ სწავლა" - იწყებენ. ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ  ზუგდიდის განვითარების ცენტრთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მერიაში წერილი  არა იჯარასთან,  არამედ ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით იყო შესული. "ჩვენ მივწერეთ, რომ მერია თავად განიცდის ფართის უკმარისობას და აქედან გამომდინარე უარი ვუთხარით. ამასთან, ეს საკითხი არის საკრებულოს კომპეტანცია და კომისიამ უნდა განიხილოს ვის დააფინანსებს ან ვის გაუწევს თანადაფინანსებას", - თქვა ირაკლი გოგოხიამ. თავის მხრივ, ქალაქის საკრებულოში აცხადებენ, რომ ზუგდიდის განვითარების ცენტრის   და სხვა  საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტებთან დაკავშირებით,  მუშაობა დაწყებულია და კომისია უახლოეს მომავალში შეიქმნება. "მინდა გითხრათ, რომ კომისია გარკვეული სოციალური ეფექტის მქონე პროექტებს დააფინანსებს და ამ მიმართულებით  ბიუჯეტში  30 ათასი ლარია გათვალისწინებული.  კომისია გეგმავს, რომ ეს თანხა მაქსიმალურად ეფექტურად დახარჯოს", -  უთხრა ჟურნალისტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ირაკლი ლაგვილავამ. ზუგდიდის განვითარების ცენტრი დაახლოებით 1 წლის წინ დაარსდა და მას  1000-მდე მსმენელი ჰყავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.