რუბრიკები
გულირიფშის სამხედრო ჰოსპიტალიდან პატიმარი გაიქცა
26 იანვარს,  ღამით გულირიფშის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლიდან ადამიანის გატაცებაში ბრალდებული ბადრი სიგუა გაიქცა. ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით,  1979 წელს დაბადებული  სიგუა, ოჩამჩირის რაიონის სასამართლოს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ადამიანის გატაცებაში არის ბრალდებული. 
2014 წლის 10 დეკემბერს ბადრი სიგუა ციხიდან ცენტრალურ ჰოსპიტალში  პნევმონიის და მარჯვენა წვივის ფლეგმონის დიაგნოზით გადაიყვანეს.  ,,სიგუა ჩვენთან მძიმე მდგომარეობით შემოვიდა.  მას ფილტვების ანთება და მარჯვენა ტერფზე მწვავე ჩირქოვანი ანთება ჰქონდა.  სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ და ვუმკურნალეთ, დღეს კი უნდა გაგვეწერა." - განაცხადა აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა ზურაბ აჩბამ.
მისი თქმით, ბრალდებული სპეციალურ პალატაში იმყოფებოდა,  რომელსაც რკინის კარები და ფანჯრებზე რკინის გისოსები ჰქონდა. მის გაქცევასთან დაკავშირებით გულირიფშის რაიონის პროკურატურაში საქმე აღიძრა.  რაც შეეხება ბადრაგ ბათალ ბიგვავას, რომლის მორიგეობის დროსაც ბადრი სიგუამ ჰოსპიტლიდან გაქცევა მოახერხა, ამჟამად მისი საქმეების შემოწმება მიმდინარეობს,  რის შემდეგაც გადაწყდება,  აღძრავენ თუ არა ბიგვავას წინააღმდეგ საქმეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონის საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. კანონის ხელახალი ინიციირების დღიდან ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარედ, პერმანენტულად აქციები ტარდება, მათ შორის მსვლელობებიც ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ.
14 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.