რუბრიკები
ზუგდიდში არასამთავრობოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსების პროცედურები და კრიტერიუმები დაამტკიცა. დებულების თანახმად, არასამთავრობოების მიერ წარდგენილ პროექტებს 7-9 წევრიანი  სპეციალური კომისია განიხილავს. კომისიის შემადგენლობას საკრებულოს თავმჯდომარე  განსაზღვრავს და ის საზოგადოებრივი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.  მათი ვინაობა ჯერ უცნობია.  ასევე უცნობია, თუ ვინ უხელმძღვანელებს კომისიას, რაც დებულებაში არ არის აღნიშნული.  თუმცა, როგორც საკრებულოს სხდომაზე ითქვა, კომისიას, სავარუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე უხელმძღვანელებს. აღნიშნულ დებულებასთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრმა კახაბერ ფარცვანიამ განაცხადა, რომ ამა თუ იმ პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი უნდა იყოს დადგენილი. ეს შენიშვნა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს.  მათი თქმით, 30 ათასი ლარი სასაცილო თანხაა და ზღვარის დადგენა არ არის მიზანშეწონილი. "რამდენ ორგანიზაციას გინდათ ეს თანხა გაუნაწილოთ, იმ ფონზე როდესაც პროექტებიდან მაქსიმალური ეფექტის მიღება გსურთ.  მაშინ, დაურიგეთ ამ ორგანიზაციებს 1000-1000 ლარი...", -თქვა სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლმა ანა წითლიძემ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა , რომლებიც საკრებულოს სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საგანგებოდ იყვნენ მიწვეულები, ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მათთვის  ფინანსური მხარდაჭერის ინიციატივა დადებითად შეაფასეს.  მათი თქმით, უცხოური დონორი ორგანიზაციები ხშირად ითხოვენ მათგან ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის შესახებ. "სიმართლე რომ გითხრათ 30 ათასი ლარი, რომელიც წლევანდელ ბიუჯეტში არის ჩადებული ამ საკითხზე, არის მიზერული,  მაგრამ ეს არის პრეცედენტი", - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის "თანაზიარი" ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ. მის მოსაზრებას ეთანხმება ქალთა მოძრაობის "იმედი" დირექტორი ქრისტინა კილანავა. მისი თქმით, არსამთავრობო და  სამთვარობო სექტორს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თუნდაც ეს მცირე თანხებთან იყოს დაკავშირებული. "ზოგჯერ 5 ათას ლარიან გრანტსაც აცხადებენ.  ამ თანხითაც შეიძლება ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდეს", - თქვა ქრისტინა კილანავამ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები დაფინანსებასა და კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით დააფიქსირეს. "სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის" წარმომადგენლის  გურამ ჩიხლაძის მოსაზრებით, წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებამ არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი თანხის- 20-25%-ს არ უნდა გადააჭარბოს. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ გამონაკლისი შემთხვევების დაშვება შესაძლებელი უნდა იყოს და ამა თუ იმ პროექტზე კომისიამ ინდივიდუალურადაც უნდა იმსჯელოს. ჩიხლაძის მსგავსად ფიქრობს ასოციაცია  "ჰანგის" თავმჯდომარე რუსლან საჯაია,რომელიც თვლის,რომ აუცილებელია დაფინანსების მაქსიმალური ზღვარის დადგენა. "ჩემი აზრით უნდა იყოს დადგენილი კონკრეტული თანხა. შეიძლება 500 ლარიც იყოს, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ,  ერთმა არსამთავრობომ  შემოიტანა 20 ათას ლარიანი გრანტი, მეორემ- 10 ათასიანი და მესამემ 5 ათასიანი, როგორ უნდა განისაზღვროს?", - თქვა რუსლან საჯაიამ. ბოლოს, დადგენილებაში რამდენიმე რედაქციული ხასიათის შენიშვნა შეიტანეს და წარმოდგენილი დადგენილება ერთხმად დაამტკიცეს. "არის გარკვეული წინადადებები და რეკომენდაციები, რომელებიც გათვალისწინებული იქნება. უახლოეს მომავალში კომისია დაიწყებს მუშაობას და მიიღებს ყველა იმ წინადადებას, რომელიც წამოვა საზოგადოებრივი  სექტორიდან. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მთავრი პრინციპი - გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობა იყოს დაცული. კომისიის ყველა სხდომა მედიისთვის ღია იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპლიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებს დააფინანსებს. ამისთვის ბიუჯეტში  30 ათასი ლარია  გათვალისწინებული.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
15 / მაისი 2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ოჯახში ძალადობის 130 ფაქტი აღირიცხა.
15 / მაისი 2024
დადიანების სასახლე და მასში დავანებული სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძურია. დღევანდელ გადაცემაში საუბარია მუზეუმში დაცულ ჯვარ-ხატებზე და მათზე შესრულებულ წარწერებზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.