რუბრიკები
ზუგდიდში ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთრების წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
შპს "აკვაპარკის" დამფუძნებელმა მანანა მიქავამ ქალაქ ზუგდიდის მერია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია კუთვნილი ქონების წართმევის მცდელობაში დაადანაშაულა.  აღნიშნულის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქმე ეხება ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის მიმდებარე ტერიტორიაზე,  აკვაპარკისა და გასართობი ცენტრის მშენებლობას.  ბიზნესმენმა მანანა მიქავამ  მშენებლობის  ვალდებულება ჯერ კიდევ 2008 წლის 31 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აიღო.  მისი თქმით,  მაშინ ეს ვალდებულება მან ვერ შეასრულა, რადგან დააპატიმრეს.  მისივე განმარტებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მან სასამართლოს მიმართა და წართმეული უფლებების დაბრუნება მოითხოვა. გარდა ამისა, მანანა მიქავამ  ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას წერილობით მიმართა.  მერიამ მას მშენებლობის დასაწყებად  2 თვიანი ვადა მისცა,  რომლის ამოწურვის შემდეგ,  პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში,  მას დაყადაღებული ქონება ჩამოერთმევა. შპს „აკვაპარკის“ დამფუძნებელი და  სამეთვალყურეო საბჭოს წევრი  ვარ  და მაქვს სრული უფლება მოვითხოვო ,ირაკლი გოგოხიას განცხადების საფუძველზე,  დაყადაღებული ქონება გამითავისუფლდეს და დამიბრუნდეს ჩემი უფლებები.  მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის უფლება მერიას არა აქვს,  რადგან ის არ არის სამართალმემკვიდრე", - თქვა მანანა მიქავამ. მიქავას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ ქალაქის მერიასა და გუბერნიაში. იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის სანდრო სორდიას განმარტებით,  მიქავას 9 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც ერთი ვალდებულება არ შეუსრულებია.  მისივე თქმით,  მან აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტები განათავსა და საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. "მსგავსი პრეტენზიების წამოყენების არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება მას არ გააჩნია. ხელშეკრულებაში პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ დარღვევის შემთხვევაში შეგვეძლო განგვესაზღვრა ვადა.  ჩვენ მას ორთვიანი ვადა განვუსაზღვრეთ, რათა გამოესწორებინა დარღვევა და დაეწყო აკვაპარკის მშენებლობა“, - აღნიშნა სანდრო სორდიამ. შპს "აკვაპარკის" დამფუძნებელი მანანა მიქავა აპირებს საქმის მასალები საქართველოს პრეზიდენტს, ახლანდელ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს  გააცნოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონის საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. კანონის ხელახალი ინიციირების დღიდან ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარედ, პერმანენტულად აქციები ტარდება, მათ შორის მსვლელობებიც ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ.
14 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.