რუბრიკები
სუბარი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობას გაეცნო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ზუგდიდში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის შედეგებს ადგილზე გაეცნო.

კომისიის მუშაობის პროცესში, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც (UNHCR, LAG - კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო, „სამეგრელოს ხმა“) აქტიურად არიან ჩართულები.  მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და საცხოვრებელ პირობებს ადგილზე ამოწმებენ.

სოზარ სუბარმა ის ნგრევადი ობიექტებიც მოინახულა, საიდანაც სამინისტრო, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსებში, კრიტერიუმებით შერჩევის გარეშე გადაიყვანს.  ეს ობიექტებია:  ე.წ. კარავი, დოსააფის ჩასახლება, მე-12 ტრესტის შენობა, ინგირის ჩასახლება, ორსანტია, აღმაშენებლის N87-ში ე.წ. ბარაკები და მოსკოვის ქუჩა N5-ში სამშენებლო ტრესტი. ის დევნილი ოჯახები (70-80 ოჯახი), რომლებიც აღნიშნულ ობიექტებში მუდმივად ცხოვრობენ უპირობოდ დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით. ამასთან, ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსის (320 ბინა) მშენებლობა მიმდინარეობს.   აღნიშნულ ობიექტზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 4190-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.  ისინი ბინებს კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.