რუბრიკები
ტვინიდან ცუდი მეხსიერების წაშლაა შესაძლებელი
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ელექტროშოკის თერაპიით (ECT) ტვინიდან ცუდი მოგონებების წაშლაა შესაძლებელი. ECT საუკეთესო საშუალებაა ძლიერი დეპრესიის სამკურნალოდ. ქალაქ ნეიმეგენის უნივერსიტეტის - Radboud-ის ნეირომეცნიერი მარინ კროესი და მისი კოლეგები ამბობენ, რომ შეუძლიათ პაციენტის მეხსიერებიდან უსიამოვნო ეპიზოდები გააქრონ. კროესი და მისი გუნდი დაკვირვებას 42 პაციენტზე აწარმოებდა, რომელთაც კლინიკური დეპრესიის მკურნალობისთვის ECT დაუნიშნეს. ექსპერიმენტისას მეცნიერებმა სლაიდ-შოუში 2 ძლიერი სტრესული ამბავი დააფიქსირეს, რომელიც პაციენტებს სიმშვიდეს უფრთხობდა - ავტოავარია და ფიზიკური ძალადობა. გუნდის წევრებმა პაციენტებს მოგვიანებით უთხრეს, რომ ამ ორი ისტორიიდან მხოლოდ ერთზე ეფიქრათ, რომელიც მათ გულს ყველაზე მეტად სტკენდა, ამ დროს კი ელექტროშოკური თერაპია დაიწყეს; ექსპერიმენტიდან 1 დღის შემდეგ ექიმებმა მათ ამ მძიმე ეპიზოდის გახსენება სთხოვეს - უმეტესობამ ყველაზე მტკივნეული ამბავი, რომელმაც მათი ცხოვრება უარესობისკენ შეცვალა, ვერ გაიხსენა, ნაწილმა კი მხოლოდ ბუნდოვანი კადრები აღიდგინა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ისინი ტკივილს აღარ გრძნობდნენ და ისეთი განცდა ჰქონდათ, რომ რაღაცისგან გათავისუფლდნენ. როგორც მეცნიერები ამბობენ, ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ თერაპია პროცესს გარკვეული დროით ბლოკავს. თუმცა მეცნიერთა გუნდი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს თემა ძალიან ფაქიზია და მისი დანერგვა მხოლოდ კარგად შესწავლის შემდეგაა ნებადართული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის" ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის" ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
16 / მაისი 2024
ზუგდიდში, ხვალ, 13:00 საათზე, დაიწყება მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან და მას მეუფე გერასიმესთან ერთად, ეპარქიის სასულიერო პირები წარუძღვებიან.
16 / მაისი 2024
მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.