რუბრიკები
აფხაზეთის მთავრობის ანგარიშის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
დღეს ზუგდიდში აფახაზეთი ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.  შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების,  ჯანდაცვის სფეროს,  საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აფხაზეთი მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დაინტერესებული პირებს სრული ანგარიში მთავრობის დევნილთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ გააცნო. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მთავრობა გასულ წელს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებზე იყო ორიენტირებული და ამასთან, აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ანგარიშში ასევე, ყურადღება გამახვილებულია განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, სპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებსა და დევნილთა დასაქმების საკითხებზე. გარდა ამისა, შეხვედრაზე დოკუმენტური ფილმი  - ,,აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილობაში - თანამედროვე რეალიები"  უჩვენეს,  სადაც აფხაზეთის მთავრობის მუშაობაა ასახული. კონსტანტინე კუჭუხიძის თქმით, 2015 წელს აფხაზეთის მთავრობა ორიენტირებული იქნება დევნილთა  დასაქმებასა და მცირე ბინეს პროექტებში მათ ჩართულობაზე. ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.  შეხვედრაზე ვახტანგ კუჭუხიძეს ჰკითხეს, თუ რატომ არ არიან  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები ჩართულნი დევნილთა განსახლების კომისიის მუშაობაში, რომელიც დევნილებისთვის ბინების გადანაწილების საკითხს ეხება.   პასუხად კუჭუხიძემ განმარტა,  რომ  ეს მართლაც ასეა, თუმცა მისივე თქმით, მათი ერთი თანამშრომელი კომისიის მუშაობაში უკვე ჩაერთო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.