რუბრიკები
ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შემსწავლელი კომისია აირჩა (ვიდეო)
დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შემსწავლელი კომისიის წევრები  აირჩიეს,  ესენია: გურამ ჩიხლაძე - "კვლევებისა და მონიტორინგის ცენტრი",  გერონტი ყალიჩავა - "მედია ფონდი",   რუსლან საჯაია-"ასოციაცია "ჰანგი",  კრისტინა კილანავა - ქალთა მოძრაობა "იმედი" და ხათუნა გოგუა- "აფხაზეთი ჩემი". DSC08249 წარმოდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ  არც ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგნლელს ხმა არ მიუცია. თუმცა, წევრების არჩევის დროს თავი რამდენიმე არასამთავრობომ შეიკავა.  მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლებმა. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებული დებულება გააკრიტიკეს და აღნიშნეს,  რომ მასში ცვლილებებია შესატანი.  არასამთავრობოებს, დებულების თითქმის ყველა მუხლის მიმართ აქვთ შენიშვნები და რეკომენდაციები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსების პროცედურები და კრიტერიუმები 27 იანვარს დაამტკიცა.  დებულების თანახმად, არასამთავრობოების მიერ წარდგენილ პროექტებს 7-9 წევრიანი სპეციალური კომისია განიხილავს.  აქედან, ოთხი წევრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი უნდა იყოს,  სამი კი სამოქალაქო სექტორიდან. საკრებულოს ზემოაღნიშნული სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ, დამტკიცებულ დებულებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება და შესაბამისად დებულებაში ცვლილებები შევა. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპლიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებს დააფინანსებს.  ამისთვის ბიუჯეტში 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.