"პაციენტთა სკოლა" - ასოციაცია "ქსენონი" ახალ პროექტს იწყებს (ვიდეო)
ასოციაცია "ქსენონმა" ახალი პროექტის - "პაციენტის სკოლა" ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა. მსგავსი შეხვედრები თვეში ერთხელ ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს შეეძლება, ვისაც პირადად შეეხო С ჰეპატიტი და სურს მეტი ინფორმაციის მიღება ამ დაავადების შესახებ. დღევანდელ შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს:
C ჰეპატიტის ეტიოლოგია, გენოტიპები, გადაცემის გზები;
C ჰეპატიტის მიმდინარეობა; დაავადების ფორმები, გართულებები;
C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა;
C ჰეპატიტის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები და მეთოდები; საქართელოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა/მკურნალობის შესაძლებლობები და პერსპექტივები. "მოუწოდებ ყველას, ვისაც ეხება С ჰეპატიტი, მოგვმართონ და მიიღონ მეტი ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ ექსპერტებისგან და სპეციალისტებისგან", - თქვა ნინო ჯანაშიამ. ასოციაცია " ქსენონი" აღნიშნულ პროექტს ფონდი "ღია საზოგადოება–საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის " C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა - მოქმედებიდან მეტი მოქმედებისკენ, ხელმისაწვდომობიდან მეტი ხელმისაწვდომობისკენ" ფარგლებში ახორციელებს.

მასალის გამოყენების პირობები