რუბრიკები
ასოციაცია "ათინათში" რეგიონში დაგაგმილი პროექტების შესახებ დისკუსია გაიმართა (ვიდეო)
ასოციაცია „ათინათის“ საკონფერენციო დარბაზში პროექტის „საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებაში“ ფარგლებში დისკუსია გაიმართა. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ზუგდიდის გამგეობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელება რეგიონში უახლოესი წლების განმავლობაში იგეგმება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა იასონ შეროზიამ შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ უახლოესი სამი წლის მანძილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 65 პროექტი განხორციელდება, აქედან 5 პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ზუგდიდიში ასევე დაიწყება 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, რომლის ღირებულება 130 მილიონი აშშ დოლარია. შეხვედრის მონაწილეების ნაწილის თქმით, რეგიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ და საჭიროა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია. ათინათის პროექტი "მე, როგორც მოქალაქეს, ჩემს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ინსტანციების გავლა არ უნდა მჭირდებოდეს. ეს უნდა იყოს ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. შეიძლება, რაღაც პროექტები არსებობდეს, მაგრამ ამის შესახებ ფართო საზოგდაოებისთვის არასოდეს არ არის ცნობილი. ", - თქვა შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის "საუნჯე" წარმომადგენელმა ციცინო შენგელიამ. "რესპუბლიკა ბანკის" მმართველმა დავით ვერავამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორის განვითარების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს ქალაქის განვითარების გეგმის არარსებობა წარმოადგენს. " პირველ რიგში ინვესტიორები კითხულობენ: აქვს თუ არა ქალაქს განვითარების გეგმა. არკვევნ, რომ არა აქვს, იხურავენ ქუდს და მიდიან", - თქვა დავით ვერავამ შეხვედრაზე. გარდა ამისა, მოქალაქეებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც მათ აწუხებთ. მათ შორის, მოუწესრიგებელი ტროტუარებსა და შიდა გზებზე,სოფლის ბიბლიოთეკების არასებობაზე, სკოლების წინ ე.წ. "მწოლიარე პოლიციელის" დამონტაჟების აუცილებლობაზე და ა.შ. ცნობისთვის, პროექტს, რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.