Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/ira.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/ira.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/ira.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/ira.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - არასამთავრობოებს ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის მუშაობაში ტენდენციურობას ამჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე პრემიერმა  გუშინ, დიასპორული სტაჟირების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი. "ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი, ობიექტური, მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მუდმივად იქნება მოწოდებული იმისკენ, რომ მთავრობა გააკრიტიკოს და მიუთითოს იმ ხარვეზებზე, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოწვევები ამ მიმართულებით. მე არ მსურს, რომ გავაკრიტიკო სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით – რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსულიყო იყო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც პირად საუბარში მითხრა, რომ შეხვედრა ჰქონდა წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დარჩა გაოცებული, რადგან უთხრეს, რომ ისინი ემხრობიან მთავარ ოპოზიციურ ძალას, რადგან ის დღითიდღე სუსტება. მთავარი არგუმენტაცია იყო, რომ სუსტის დაცვა სურთ. ეს აბსოლუტურად დამახინჯებული მიდგომაა. ეს ადამიანი იყო გაოცებული, რადგან ფიქრობს, რომ როცა წამყვან არასამთავრობოებს აქვთ ასეთი მიდგომა, ეს ძალიან დიდ სირთულეზე მიუთითებს. მან უთხრა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა გადაიხაროს არასამთავრობო სექტორი – არც მთავრობისკენ, არც ოპოზიციისკენ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ტენდენციურობა არ უნდა იყოს გამოკვეთილი. ხშირად ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი. ამ ზღვარის დადგენაა არასამთავრობო სექტორის მთავარი გამოწვევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ობიექტური კრიტიკისთვის მზად არის, რადგან გაძლიერებაში ეხმარება, თუმცა უსამართლო კრიტიკას ვერ მიიღებს. "თუ ობიექტურადაა გასაკრიტიკებელი მთავრობა, რა თქმა უნდა, უნდა გააკრიტიკო და ამ კრიტიკისთვის მე პირადად მზად ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ თუ ვინმე სამართლიანად მაკრიტიკებს, ეს მე დამეხმარება და გამაძლიერებს, მაგრამ თუ ვიღაც სუბიექტურად მაკრიტიკებს იმის გამო, რომ სხვა პოლიტიკური ძალის ინტერესები გამოხატოს, ესაა უსამართლობა და ამ კრიტიკას არ მივიღებ", - განმარტა ღარიბაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.