Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/xaduri-foto.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/xaduri-foto.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/xaduri-foto.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/xaduri-foto.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
საგადასახადო კოდექსი იცვლება
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის  შემდეგ განაცხადა, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მუშაობას ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც მიმართულია სამართლიანი და ეფექტური ადმინისტრირებისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნისკენ, ჯარიმებისა და სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისკენ. "საგადასახადო კოდექსში იქნება შეტანილი შემდეგი ცვლილებები: პირველი, ეს არის შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურების გათავისუფლება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ზოგიერთ შემთხვევაში უცხოელებს საქართველოში შემოაქვთ ნედლეული, მასალები; ხდება ქართული საწარმოების მიერ ამ ნედლეულის და მასალების გადამუშავება, მათთვის საბოლოო, სასაქონლო სახის მიცემა და უკან ექსპორტზე გატანა. ნებისმიერი ექსპორტი საქართველოში გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, მაგრამ ეს მომსახურება არ იყო გათავისუფლებული. ჩვენ DCFTA საშუალებას გვაძლევს, რომ წავახალისოთ ასეთი ტიპის საწარმოების ფუნქციონირება, ამიტომ შემოვდივართ წინადადებით, რომ ეს პროცესი გათავისუფლდეს დღგ-სგან", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კოდექსში შედის, მინისტრის თქმით, არის ის, რომ მარტივდება ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მექანიზმები. "საქართველოს კურორტებზე უკვე განვითარდა ისეთი მიმართულება, როგორიცაა ტურისტული ობიექტის აშენება და შემდეგ ცალკეული ნომრების გაყიდვა. ამავე დროს მფლობელებს საშუალება ეძლევათ, რომ როდესაც თავად არ ხმარობენ ამ ნომრებს, გააქირავონ ისინი. ხდება შეღავათების დაწესება, გამარტივდება ადმინისტრირება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ასევე, დააინტერესებთ ის, რომ ახალი ცვლილებებით, საგადასახადო დავალიანება, რომელიც არ აღემატება 5 000 ლარს, შესაძლებელია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით გადავადებული იქნას ყოველგვარი დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე. ასევე, პროექტის თანახმად ჩამოწერას დაექვემდებარება: 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.