პოლიტიკა
შსს-ს მონაცემებით, 2014 წელს გასულ წელთან შედარებით დანაშაულმა იკლო
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლის 8 თვის და აგვისტოს დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა იკლო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2014 წლის აგვისტოში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2405 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1277 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 53,1%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -19,27 %. სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში დაფიქსირდა განზრახ მკვლელობის 11 შემთხვევა, მათგან ერთი - დამამძიმებელ გარემოებაში. გახსნილია 9 დანაშაული. ამავე პერიოდში მკვლელობის 9 მცდელობა და თვითმკველელობამდე მიყვანის 88 შემთხვევა დაფიქსირდა. 2014 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში კი, შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 17458 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 10583 დანაშაული. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელია 60,62%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,05 %. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აგვისტოში განზრახ მკვლელობის 69 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 14 დამამძიმებელ გარემოებაში. გახსნილია 61 დანაშაულის ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა მკვლელობის მცდელობის 73, თვითმკვლელობამდე მიყვანის კი 284 შემთხვევა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / მაისი 2024
„უცხო აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს სოხუმში ისევ ეხმიანებიან.
07 / მაისი 2024
სვანეთში მესამე დაკარგული მოზარდის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.
07 / მაისი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შესარულებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.