პოლიტიკა
"თავისუფალი ზონის" დაკავებული წევრების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
"თავისუფალი ზონის" წევრების, ფარნაოზ ჭკადუასა და დავით გოგოხიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. საქალაქო სასამართლო დღევანდელ პროცესზე ჭკადუასა და გოგოხიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ჭკადუას პროცესი 12:00 საათზე, გოგოხიასი კი 13:00 საათზე გაიმართება. 
ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია 30 ოქტომბერს დააკავეს. ჭკადუას ბრალად ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემა ედება, დავით გოგოხიას კი, ინციდენტის ადგილზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 
გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია 30 ოქტომბერს სცემეს. დაზარალებულმა განაცხადა, რომ მას თავს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები დაესხნენ. მისი კოლეგა ჯაბა ხუბუა კი ამბობს, რომ ზაზა დავითაია რედაქციაში მიდიოდა, როდესაც შარტავას ქუჩაზე "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები თავს დაესხნენ. ხუბუას ინფორმაციით, მათ შორის იყო "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერი ფარნაოზ ჭკადუა. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.