პოლიტიკა
პროკურატურა გურამ ცეცხლაძის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს
მთავარი პროკურატურა დიდი ოდენობით თხევადი ჰეროინის გადატანის საქმეზე დაკავებული მძღოლის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. „ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებული გურამ ცეცხლაძის მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. გამოძიებით დადგინდა, რომ გურამ ცეცხლაძემ 2014 წლის 3 ივლისს ბაირამ ჩოშქუნისგან მიიღო შემოთავაზება ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით. კერძოდ, მას სატვირთო მანქანით, რომელსაც თავად მართავდა, ბათუმიდან მოლდოვას რესპუბლიკაში 600 ბიდონი თხევადი საპონი უნდა გადაეტანა, რის შემდეგაც შესაბამის ანაზღაურებას მიიღებდა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ გ. ცეცხლაძემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნონდა, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში ჩატვირთული ტვირთი შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებას. საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტით. ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან ევგენი გორგაძე და თურქეთის მოქალაქე შეფიქ სემიზოღლუ. ასევე, თურქეთის მოქალაქე ბაირამ ჩოშქუნის მიმართ, რომელიც მიმალვაში იმყოფება, დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.