პოლიტიკა
პუტინმა მილანში გამართულ მოლაპარაკებებს პოზიტიური უწოდა
მილანში ევროკავშირის ლიდერებს, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა. საათნახევრიანი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში არსებული კრიზისი იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებებს პოზიტიური უწოდა.  თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რანციმ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით გამართული შეხვედრით კმაყოფილება გამოთქვა.  "მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით უკრაინის საკითხზე დისკუსიებთან დაკავშირებით", - აღნიშნა იტალიის პრემიერმა. მილანის პრეფექტურაში გამართულ შეხვედრას ვლადიმერ პუტინისა და პეტრო პოროშენკოს გარდა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, დიდი ბარიტანეთის პრემიერი დევიდ ქემერონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ ესწრებოდნენ. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.