პოლიტიკა
ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 
"მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება და თავი აარიდოს ნებისმიერი სახის ქმედებასა და განცხადებას, რაც ვითარების ესკალაციას გამოიწვევს. ამასთან ერთად, ჩვენ მოვუწოდებთ ინციდენტის გამოძიებისკენ", - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
ევროკავშირი ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფისა და სამი თანათავმჯდომარის ძალისხმევას.  როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ორივე მხარემ მკაცრად უნდა დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის პირობები, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან ან რაიმე სახის მუქარისგან ძალის გამოყენების თაობაზე, ასევე განაახლოს ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე.  გუშინ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ვერტმფრენი "მი-24" აგდამის რაიონის სოფელ კენგერლიდან 1 700 მეტრის დაშორებით ჩამოაგდო. სომხური მხარის განცხადებით, ვერტმფრენი სასაწავლო-საწვრთნელ გაფრენას ახორციელებდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი.  აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20% სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხური მხარე. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეთანხმებას ორივე მხარე არღვევს და გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.