პოლიტიკა
ე.წ. ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე სასამართლომ 6 ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა
ე.წ.ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ექვსი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. 
დღევანდელ პროცესზე, პროკურატურა ბრალდებულების: თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მედეა ბეთაშვილის, მასთან ერთად ბრალდებული ოთარ ჯეჯეიას, მიხეილ ბასტაევის, თორნიკე ხუბუას, ლაშა გელოვანის და აკაკი გიორგაძის მიმართ გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ყველა პირთან მიმართებაში, გარდა თორნიკე ხუბუასი, პროკურატურამ 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, ხუბუას შემთხვევაში კი მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარის შეფარდება ითხოვა. ბრალდებულებმა, გირაოს თანხების დასახელების შემდეგ, საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისას განაცხადეს, რომ აღნიშნული თანხის გადახდას ვერ უზრუნველყოფდნენ, შესაბამისად, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მათგანი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა, წინასასამართლო სხდომა კი აღნიშნულ საქმეზე 24 დეკემბერს ჩაინიშნა. 
როგორც საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, პროკურატურა გირაოს შეფარდებას ბრალდებულებისთვის იმ მოტივით ითხოვდა, რომ მათი უმრავლესობა ამ დრომდე მუშაობს თავდაცვის სამინისტროში და არსებობს მოწმეებზე ზეწოლის, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. პროკურატურა აპირებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.