პოლიტიკა
მარგველაშვილი პოლონეთში ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე ყურადღებას გაამახვილებს
უკრაინის კრიზისი და რუსეთის პოლიტიკა რეგიონში-ამ თემებზე ისაუბრებს გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში. პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანალიტიკოსი კონრად ზაშტოვტი აცხადებს, რომ ის არასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს არის საქართველოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გაგრძელება. “პოლონეთი იმ ქვეყნების რიგშია, რომელსაც მტკიცე პოზიცია აქვს რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ საქართველოს ევროინტეგრაციისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. რიგის სამიტი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოვისმენთ ინფორმაციებს ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. უნდა დავაფიქსიროთ არის თუ არა პროგრესი და კონკრეტული სარგებელი ასოცირების ხელმოწერიდან, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებიდან“-აღნიშნა კონრად ზაშტოვტმა. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ პოლონეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც აქვს წარმატებული გამოცდილება ევროპულ ბაზარზე პოლონური კომპანიების აქტიური დამკვიდრების მიმართულებით. მისი თქმით აუცილებელია ბიზნესის სწრაფი ადაპტირება ევროპულ სტანდარტებთან ამ კუთხით პოლონური გამოცდილება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტი ასევე შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია და ის ვალდებულებები რაც ქვეყანას დოკუმენტის ფარგლებში აქვს აღებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.