პოლიტიკა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქალების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით იმსჯელებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ქალების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით იმსჯელებს. სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი "საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე პარლამენტის წინააღმდეგ".  მოსარჩელე მხარე დავის საგნად მიიჩნევს "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებს აკისრებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, რითაც დაცულია კანონის წინაშე ყველას თანასწორობა.  საკონსტიტუიო სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელე მხარე დისკრიმინაციულად მიიჩნევს ნორმას, რომლის თანახმადაც, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალები გათავისუფლებული არიან სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულების, შესაბამისად, სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან.  "მოსარჩელე მხარის მითითებით, ქალები, რომელთაც არ გააჩნიათ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა და ამავე კატეგორიის მამაკაცები, წარმოადგენენ თანასწორ სუბიექტებს სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის მიმართ. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ეს პირები სადავო ნორმის ძალით გაუმართლებლად არათანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, თითოეული ადამიანისათვის გარანტირებული თანასწორობის უფლება. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, ვინაიდან წარმოდგენილ შესადარებელ ჯგუფებს შორის დიფერენცირებული მიდგომა სქესის ნიშნით ხორციელდება, სადავო ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს ე.წ. მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით, რაც თავის თავში გულისხმობს თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისობის შემოწმებას. 1. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სამხედრო ვალდებულების მოხდა საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება. ქვეყნის დაცვა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია, რის გამოც სამხედრო აღრიცხვა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრება, თუნდაც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე პირებისთვის კონსტიტუციურია. თუმცა მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სქესი არ შეიძლება ჩაითვალოს რაციონალურ საფუძვლად, რომელიც გაამართლებდა სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნასა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრებას იმ პირობებში, როდესაც ამავე კატეგორიის ქალები გათავისუფლებული არიან აღნიშნული ვალდებულებებისაგან. 2. მოსარჩელე მხარისათვის გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნისა და სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლებით, მაშინ, როდესაც ეს მიზანი მიღწევადია შესაბამისი კატეგორიის ქალებისათვის დასახელებული ვალდებულებების მოხსნით. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცთათვის ხსენებული ვალდებულებებისაგან გათავისუფლების პირობებშიც კი საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ლეგიტიმური მიზნები, რაც სადავო ნორმას გააჩნია, მიღწევადია, რადგან არსებობენ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მქონე პირები, რომლებიც კვლავაც დაექვემდებარებიან სამხედრო აღრიცხვასა და სამხედრო ვალდებულების მოხდას. 3. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, წარმოდგენილ შესადარებელ ჯგუფებს შორის დიფერენცირებული მიდგომის გამამართლებელ არგუმენტად არ შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალთა უფლებების დარღვევის პრევენცია, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ, ერთი შეხედვით, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალებისათვის სამხედრო ვალდებულების მოხდა მათ ზედმეტად მძიმე ტვირთად დააწვებათ, მათივე ფიზიკური შესაძლებლობების გამო, მაშინ როდესაც ამავე კატეგორიის მამაკაცები არაპროპორციული ძალისხმევის გარეშე შეძლებენ სამხედრო ვალდებულების მოხდას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მამაკაცად ყოფნის ფაქტი სამხედრო ვალდებულების არაპროპორციული ძალისხმევის გარეშე შესრულების შესაძლებლობას თავისთავად ვერ განაპირობებს ისევე, როგორც ქალად ყოფნის ფაქტი ამგვარ შესაძლებლობას თავისთავად ვერ გამორიცხავს. 4. მოსარჩელე მხარე, სადავო ნორმის დისკრიმინაციულ ხასიათზე საუბრისას ასევე მიუთითებს დამატებით უარყოფით შედეგზე, კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე თვეში ეწურება სამხედრო სამსახურის გადავადების ვადა და ექვემდებარება სამხედრო სამსახურში გაწვევას. შესაბამისად, განსხვავებით სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალებისაგან, როგორც მოსარჩელე, ისე ზოგადად ამავე კატეგორიის მამაკაცები ერთი წლის განმავლობაში მოკლებულნი იქნებიან პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში. გიორგი კეკენიძემ სასამართლოს 2014 წლის 21 მარტს მიმართა.   "ipn"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.