პოლიტიკა
უმრავლესობა "მაესტროს" რეორგანიზაციასთან ხელისუფლების კავშირს გამორიცხავს

ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენების უკან ოპოზიცია რუსულ კვალს ხედავს, მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ მედია დღეს საქართველოში თავისუფალია და ნებისმიერ ტელევიზიაში მიმდინარე რეორგანიზაცია თუ სხვა პროცესები შიდა საქმეა, რაშიც ხელისუფლება არ ჩაერევა.

„ეს უკვე არ არის ცალკეული, იზოლირებული შემთხვევა და თუ მაესტროს უკანაც ნამდვილად რუსული კვალი იკვეთება,  ეს უკვე ხელისუფლების პრობლემაა. რადგან ხელისუფლება ვერ გვიცავს ჩვენ მთავარი მტრისგან, მაშინ ხელისუფლებასთან გვექნება საქმე,“ - ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი კი ამბობს, რომ „მაესტროს“ შემთხვევაში ხელისუფლებამ ტელევიზიის ერთმნიშვნელოვნად დაქვემდებარება მოისურვა და თანაც დაუფარავად. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში ყველგან ჩანს რუსული კვალი.

საპარლამენტო უმრავლესობა კი აცხადებს, რომ მათთვის უცნობია „მაესტროში“ მიმდინარე პროცესების მიზეზები და დეტალები, რადგან ეს კომპანიის შიდა საქმეა და მასში ხელისუფლება არ ჩაერევა.

„როგორც მე არ შემიძლია ვიცოდე, რა ხდება რუსთავი2-ში და როგორ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას ნიკა გვარამია, იგივეა მაესტროსთან დაკავშირებითაც. ხელისუფლება არანაირად ამ პროცესებს არ აკონტროლებს და ვერც გააკონტროლებს,“ - განმარტავს მანანა კობახიძე.

ეკა ბესელიას თქმით, კი საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მედია სრულიად თავისუფალია.

„ნამდვილად შემიძლია ერთ რამე ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლა რომელიმე ტელევიზიაზე, ან რაიმე ტიპის ჩარევა მედია სივრცეში ეს არის გამორიცხული,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.