პოლიტიკა
საიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით  საიას ახალ თავმჯდომარედ ანა ნაცვლიშვილი აირჩიეს. ანა ორგანიზაციის რიგით მე-11 თავმჯდომარეა.  საიას წესდების თანახმად თავმჯდომარე ყოველწლიურად აირჩევა გამგეობის შემადგენლობიდან.

ამ თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი კახა კოჟორიძეს შეცვლის, რომელიც ასოციაციას 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა.

ამავდროულად არჩევნები ჩატარდა საიას ქუთაისის ფილიალში, სადაც  მეორე ვადით თავმჯდომარედ გიორგი ჭიქაბერიძე აირჩიეს.
წარმოგიდგენთ საიას ახალი თავმჯდომარის მოკლე ბიოგრაფიას: განათლება   2011-2012 წლებში სწავლობდა ესექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში (LLM with Distinction); 2006-2007 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (უნგრეთი), მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართალში; 2002-2006 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2003-2004 წლებში გაიარა საიას იურიდიული განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ერთწლიანი სასწავლო კურსი.  სამუშაო გამოცდილება   2013 წლიდან მუშაობს საიას საპარლამენტო მდივნად, ასევე კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) და საიას სამართლებრივი განათლების ხელშეწყობის ფონდში; 2012-2013 წლებში მუშაობდა ვენასა და პოლონეთში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) და ამავე ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა  ოფისში (დიაუო) სპეციალისტად; 2011-2012 წლებში მუშაობდა დიდ ბრიტანეთში გარდამავალი პერიოდის სამართლის ქსელში(ETJN) ასოცირებულ მკვლევარად;  2011 წელს მუშაობდა საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” (PRI) კავკასიის ოფისში რეგიონალური პროექტის კორდინატორად; 2008 - 2010 წლებში მუშაობდა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ცენტრში (HRIDC) რეგიონული პროექტის კოორდინატორად; 2007-2008 წლებში, ადამიანის უფლებათა მესამე ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში, სტაჟირება გაიარა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ARTICLE 19”- ში, დიდ ბრიტანეთში და კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში; ანა არის არაერთი კვლევის  ავტორი და თანაავტორი, სხვადასხვა დროს ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა ადამიანის უფლებათა სახლების ქსელთან, ეუთო/დიაუოს ოფისთან, ადამიანის უფლებათა დანიის ინსტიტუტთან, საერთაშორისო ორგანიზაცია Front Line Defenders-თან და სხვ.  2014 წელს არჩეულ იქნა საიას თავმჯდომარედ. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.