პოლიტიკა
საქართველოს პირველი პირები საფრანგეთს სამძიმარს უცხადებენ
საქართველოს პირველი პირები პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო საფრანგეთის ხელისუფლებასა და მოსახლეობას სამძიმარს უცხადებენ. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ : ”ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო კეთილდღეობა. ქართველი და ფრანგი სამხედროები გვერდიგვერდ დგანან მსოფლიოს ცხელ წერტილებში, რათა უზრუნველვყოთ საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი,”- ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი მიიჩნევს, რომ ”საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული” : ”ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ,” - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პარიზში, ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი არიან. BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი თავდამსხმელი "კალაშნიკოვებით" იყო შეიარაღებული და ჯიჰადისტებისთვის ჩვეული სამოსი ეცვათ, სახეზე კი ნიღბები ეკეთათ. ისინი ყვიროდნენ "დიდება ალაჰს" და "ჩვენ შური ვიძიეთ წინასწარმეტყველის გამო". თავდამსხმელებმა ტერიტორია შავი ფერის ავტომობილით დატოვეს, რომელიც მოგვიანებით პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მიტოვებული ნახეს. საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან. სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12–ამდე გაიზარდა, 7 კი დაიჭრა. შემთხვევის ადგილი ქვეყნის პრეზიდენტმა მოინახულა და მომხდარს ტერაქტი უწოდა. ცოტა ხნის წინ ”ტვიტერში” ჟურნალის რედაქციამ ისლამური სახელმწიფოს მეთაურის ალ ბაღდადის კარიკატურები გაავრცელა, ტერაქტის სავარაუდო მიზეზად სწორედ ეს ფაქტი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის" ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის" ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
16 / მაისი 2024
ზუგდიდში, ხვალ, 13:00 საათზე, დაიწყება მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან და მას მეუფე გერასიმესთან ერთად, ეპარქიის სასულიერო პირები წარუძღვებიან.
16 / მაისი 2024
მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.