პოლიტიკა
გაერო-ს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 28-ე სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს,რომ სხდომაზე,რომელიც უკრაინაში არსებულ კრიზისს დაეთმო, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ლიტვის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გააკეთეს. "სახიფათოა, რომ რუსეთის ქმედებები "ახალ ნორმად" იქცეს. ჩვენ ეს სტრატეგია მანამდე ვნახეთ ყირიმში, ხოლო უფრო ადრე - საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და დნეპრისპირეთში. მოსკოვის მიერ ინსპირირებული ყველა კრიზისი ერთმანეთის მსგავსია _ ჩამოაჭრა მეზობელ ქვეყანას ტერიტორია და აქციო ის გაყინულ კონფლიქტად", - განაცხადა გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სამანტა პაუერმა. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება გაერო-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ გრანტმა. როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის უკვე მოეწერა ხელი, ხოლო სამხრეთ ოსეთთან ხელმოსაწერად მზადდება, "მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის მოდელს და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ ხელყოფას წარმოადგენს". საქართველოს საკითხი წინ წამოსწია ასევე გაერო-ში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბრის შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაგივრად, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ანექსიას და აღნიშნულის შენიღბვას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით ცდილობს. "მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას გაერო-ს ქარტიით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპები და შეწყვიტოს ექსპანსიონისტური და რევანშისტული პოლიტიკა, რომელიც სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული", - განაცხადა რაიმონდა მურმოკაიტემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.