პოლიტიკა
ადვოკატები და არასამთავრობოები კვიციანის გათავისუფლებას ითხოვენ
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა, "საზოგადოებრივი მარშალის" ხელმძღვანელმა ოთო სტეფანიშვილმა და ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განაცხადეს, რომ  საზოგადოებრივმა კომისიამ დაასრულა ემზარ კვიციანის საქმის შესწავლა.  მათი თქმით, საქმის შესწავლისას გამოიკვეთა რამდენიმე დარღვევა, რაც ადასტურებს, რომ კვიციანის მიმართ საქმე კანონდარღვევით არის აღძრული.  "რეპრესირებულთა და პოლიტპატიმართა საქმეების შემსწავლელმა სპეციალურმა საზოგადოებრივმა კომისიამ შეისწავლა ემზარ კვიციანის საქმე და გამოავლინა ის კონკრეტული მოტივი და მიზეზები,  რის გამოც ემზარ კვიციანის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა.  საქმის მასალებიდან გამოიკვეთა კონსტიტუციის დარღვევა ემზარ კვიციანის მიმართ, ასევე კვიციანის სპეცოპერაციის დროს ხელისუფლებამ გამოიყენა ჯარი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე", - განაცხადა ოთო სტეფანიშვილმა. ემზარ კვიციანის ადვოკატის ინფორმაციით,  კვიციანის საქმეში წინგადადგმული ნაბიჯი არის ის, რომ მის საქმეს ჩამოშორდა პროკურორი თენგიზ ხარებავა. 
"ემზარ კვიციანის საქმეს სააპელაციო სასამართლოში ჩამოშორდა პროკურორი თენგიზ ხარებავა.  ჩვენი შეხედულებით ეს ადამიანი საჯარო ინტერესს სცდებოდა და საკუთარი სუბიექტური შეხედულებისამებრ ახორციელებდა სამართალწარმოებას. ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ჩვენ იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ემზარ კვიციანს ვიხილავთ გარეთ", - განაცხადა ლექსო კობაიძემ.  როგორც პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა განმარტა, საზოგადოებრივი კომისია ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზეა და მისი მიზანია აიძულოს ხელისუფლება დროულად მოხდეს პოლიტდევნილთა და პოლიტრეპრესირებულთა  საქმეების დროული გამოძიება.  ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ემზარ კვიციანის საქმეზე დასკვნა საზოგადოებრივი კომისიის პირველი ნაბიჯია და ის სამომავლოდაც გააგრძელებს მუშაობას.  ემზარ კვიციანს ბრალი უკანონო ფორმირების შექმნასა და მონაწილეობაში, ასევე შეთქმულებასა და ამბოხში ედება. სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  ემზარ კვიციანის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.  საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო 28 იანვარს დაიწყებს. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა.
16 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის სკეიტ პარკიდან, 16:00 საათზე, დედები, შვილებთან ერთად, მარშს სახელწოდებით "დედები რუსული კანონის წინააღმდეგ" გამართავენ.
16 / მაისი 2024
ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის თვითმმართველობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უერთდება ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.