პოლიტიკა
ორმაგი ტერაქტი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ნაწილში
თურქეთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, ყველაზე ცოტა, 8 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული - დაიჭრა. თურქეთის ხელისუფლება, მომხდარში ქურდისტანის მუშათა პარტიას ადანაშაულებს.

პირველი ბომბი, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიასთან მოსაზღვრე ქალაქ კიზილტეპში, ხოლო მეორე ტერაქტი - დიარბაკირში მოხდა, რომელიც ქურდისტანის არაოფიციალურ დედაქალაქად ითვლება.

ამ დრომდე, ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც რადიო"ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 10 აგვისტოს გვიან საღამოს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მარდინისა და დიარბაქირის პროვინციებში მოხდა მორიგი აფეთქებები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა არც საქართველოს საელჩოში და არც საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში.

საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან. სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე დაკვირვებას და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.

ამასთან, ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები:
+90 533 690 30 40 (ანკარა),
+90 541 326 22 26 (ტრაპიზონი),
+90 541 818 44 00 (სტამბოლი).
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი:
(+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე
(+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.