LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო
თავისუფლების კომიტეტმა
(LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო
ინიციატივას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 45-მა
დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს
ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა
კი თავი შეიკავა.
როგორც LIBE-ს კომიტეტის "ტვიტერის" ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრა გაიმართება. განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.
ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) 13 დეკემბერს დაადასტურა ევროპარლამენტთან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმება.

მასალის გამოყენების პირობები