99 ხმა 6-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა დროებითი მთავრობა დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ დროებით შემადგენლობასა
და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება,
კეთილდღეობა“ რამდენიმე წუთის წინ ნდობა გამოუცხადა. გადაწყვეტილების
მომხე 99 დეპუტატი იყო, პარლამენტის ექვსი წევრი კი წინააღმდეგ
წავიდა.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს. ამ დროისთვის მთავრობაში მხოლოდ სამი ახალი მინისტრია: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - გიორგი ჩერქეზიშვილი, ფინანსთა სამინისტროს - ნიკოლოზ გაგუა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი დავით ზალკანიანი უხელმძღვანელებს.
აღნიშნული შემადგენლობა დროებითია, რადგან, როგორც მმართველ გუნდში
ამბობენ, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და
პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება.
ამასთან, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.
ამავე თემაზე:
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატი პრეზიდენტს წარუდგინა
განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს. ამ დროისთვის მთავრობაში მხოლოდ სამი ახალი მინისტრია: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - გიორგი ჩერქეზიშვილი, ფინანსთა სამინისტროს - ნიკოლოზ გაგუა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი დავით ზალკანიანი უხელმძღვანელებს.
ამასთან, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.
ამავე თემაზე:
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატი პრეზიდენტს წარუდგინა
მასალის გამოყენების პირობები