ბაღდათში დაღუპულებს გლოვობენ
ბაღდათში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
კვირას მომხდარი ტერაქტის შედეგად, რომელიც მაშინ მოხდა,როდესაც მორწმუნეები რამადანის ერთ-ერთი დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, 125 ადამიანი დაიღუპა, 200 - დაიჭრა.
თვითმხილველების ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრემიერ-მინისტრის კორტეჟს ქვები დაუშინეს. მოსახლეობა მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო თავის თავზე.
მასალის გამოყენების პირობები